კენჭისყრის დამთავრებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ხელმძღვანელმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო კანდიდატი ფლობს მყარ უპირატესობას:
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაიხადოთ მედიის ყველა წარმომადგენელს, მთელი დღის განმავლობაში, რომ ასე აქტიურად აშუქებთ არჩევნების პროცესს, ჩვენ დღეს გვქონდა რამდენიმე შეხვედრა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და მათაც მადლობა გადავუხადეთ, რომ აკვირდებიან ოზურგეთში მეორე ტურის მიმდინარეობას . დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა, განსაკუთრებული ექსცესები არ ყოფილა. ყველა ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფლად გაეკეთებინა თავისი არჩევანი.
ბოლო ორი-საათის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს მყარი უპირატესობა და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე ამ უპირატესობას გავზრდით, მე მოვუწოდებ თითოელ ჩვენ მხარდამჭერს, რომ მათი თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ, მეორე ტურშიც დააფიქსირონ საკუთარი აზრი „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის მიმართ. ბოლო სამი დღის განმავლობაში აშკარად ჩანდა, სახელისუფლებო გუნდს ჰქონდა სოფლებისა და ქალაქის განვითარების რეალური პროგრამა, მაშინ, როდესაც ჩვენი კონკურენტი საუბრობდა ჩვენთან დაკავშირებით და არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება მოხდა მათი მხრიდან. დღეს მედია გახსნილია, ქვეყანაში არ ბნელა და საზოგადოებამ კარგად დაინახა თუ რა არის სიმართველ და ვის შეუძლია რეალურად ოზურგეთის მომავლის განვითარება
იმ მონაცემებით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ხელთ გვქონდა, ჩვენი შიდა კვლევებით, ვფიქრობთ, რომ მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. თუმცა, დაველოდოთ საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს.
- დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბში ამბობენ, რომ გარკვეული უბნების დარბევაა დაგეგმილი, იმიტომ, რომ ამ უბნებზე სახელისუფებო კანდიდატი აგებს არჩევნებს.
- ჩვენ არაერთ უბანზე უკვე დამკვირვებლები ჩავაყენეთ საქმის ყურში, სადაც აშკარად გამოიკვეთა ოპონენტის მხრიდან ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო თავისუფალი გარემოს თანასწორობის პრინციპების დარღვევა, მათ სცადეს, რომ გარკვეული ფიზიკური ძალის მობილიზებით დაემტკიცებინათ საკუთარი უპირატესობა. თუმცა არ მიეცათ ამის შესაძლებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში თავად ამომრჩევლებმა, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს წესრიგი და თავისუფალი გარემოს დაცვა ყველა საარჩევნო უბანზე. არ გამართლდა წინასწარი უარყოფითი მოვლებები, რომლებიც მათ შეუქმნეს საზოგადოებას, იყო საუბარი რომ ოზურგეთში რაღაც ახალი შენობები აშენდა, მანქანების რაოდენობა გაიზარდა, მეტი ადამიანი არის ჩამოსული და ა. შ. და თითქოს ეს ყველაფერი ემსახურებოდა საარჩევნო შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას.
დღეს, დღის ბოლოსაც ყველა დარწმუნდა, რომ მმართველი გუნდი ყველა კანონის დაცვით უზრუნველყოფს უზრუნვევყოფს თავისუფალ საარჩევნო გარემოს.
- სპეცრაზმი რატომ არის მობილიზებული?
- ესეც არის მორიგი დეზინფორმაცია.
- არ არის დეზინფორმაცია, ჩვენ გადავიღეთ გავავრცელეთ ვიდეოკადრები („გურია ნიუსი“).
- გიპასუხებთ.როგორც გითხარით,რამდენიმე უბანზე ჩვენს წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს მოუხდათ სამართადამცავების გამოძახება იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ჩვენი კონკურენტის შტაბის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის მობილიზაციას. კადრები, რომელიც რეალურად გავრცელდა, ასახავს ერთი ავტომობილის, სამეთვალყურეო ავტომობილის ფოტოს, არ დასტურდება, რომ იყოს სადმე გამოყენებული, ამასთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურებს.
- შარაშენიძის შტაბმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომ შრომაში საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აძლევს თანხას მოქალაქეს. ამასთან დაკავშირებით რას იტყვოდით?
_ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან არასერიოზული ბრალდება,. საუბარია, რომ სკოლის დირექტორი დაინტერესებული იყო ხუთლარიანით, ეს არის სკოლის პედაგოგის, სკოლის დირექტორის შეურაცხყოფა, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კანონდარღვევეს იქ ადგილი არ ჰქონია.
- შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს რა შემთხვევაში დაუჭერთ მხარს?
- თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა მოიცავდა ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას, - ეს არის მმართველობის რეფორმა, რაც გულისხმობს, ბუნებრივია, აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით სტრუქტურულ ცვლილებებს, ოპტიმიზაციას. ეს იყო ჯერ კიდევ წინა არჩევნების და წინასაარჩევნო პერიოდში დაანონსებული, ამ რეფორმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ეს არის პრემიერ-მინისტრის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. რაც შეეხება ცვლილებებს, კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, სტრუქტურული თუ საკადრო, ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერი, გიორგი კვირიკაშვილი გააკეთებს შესაბამის განცხადებას. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, რომ ნაკლები მიმდინარე ხარჯი წავიდეს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებაზე და ეს ფინანსური რესურსი იყოს გადართული უფრო მეტად ხალხის საჭიროებაზე, ეკონომიკის განვითარების, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების დონის ამაღლებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის.