პირველადი მონაცემებით, ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე გახდა. მან “ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგი სიორიძეს 118 ხმით მოუგო.
საბოლოო შედეგების შედეგების დადგენა გაჭინაურდა, რადგან ყველაზე გვიან შედგა .არჩევნების შემაჯამებელი ოლქი ნასაკირალის #59 უბანზე. სწორედ აღნიშნული უბნის შედეგებმა გადაწყვიტა არჩევნების შედეგი დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ.
“ქართულ ოცნების“ საარჩევნო შტაბში ნასაკირალის 59-ე უბნის ბათილობას მოითხოვენ, რასაც არ ეთანხმება „სამართლიანი არჩევნების“წარმომადგენლები.
დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წევრები და მომხრეები .დილამდე #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის წინ იდგნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მოპოვებულ ხმებს დაიცავდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სიორიძემ ხმების 49,89%, ხოლო შარაშენიძემ - 50,11%. შარაშენიძემ, წინასწარი მონაცემებით, 79 ხმით მოიგო.