დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა:
_`მადლობა მინდა ვუთხრა ოზურგეთელ ხალხს იმისთვის რომ ერთად დადგნენ სიმართლის გვერდით. შედეგიც შესაბამისი დადგა. არჩვენები ჩატარდა უმნიშვნელო დარღვევებით,- ეს ბუნებრივი პროცესია. არის პატარა პრობლემა ნასაკირალის უბანის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მჯერა ობიექტურად გადაწყდება. მე იმედი მაქვს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების. დღეს განიხილება საკითხი.
ველოდებით ობიექტურ გადაწყვეტილებას. ამაყად შეგვიძლია ვქვათ, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხაზი გადის ოზურგეთზე.ხალხის ნება აღსრულდა ერთობით, იმ პრინციპებით, რომელიც გურულებს და ოზურგეთლებს გვახასიათებს ისტორიულად. რაც შეეხება თანამშრომლობას საკრებულოსთან, სახელმწიფო უწყებებთან ნამდვილად არ მიმაჩნია პრობლემად. ვითანამშრომლებ ყველასთან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხალხის საკეთილდღეოდ სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საკითხების ხელშეწყობაზე.მე ვიქნები მონაწილე სახელმწიფოს გეგმის, სტრატეგიის განხორციელების._განაცხადა შარაშენიძემ.