სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო გამოფენა

დამატებულია: 2017-11-27
picture1

20-22 ნოემბერს, ქალაქ თბილისში საგამოფენო ცენტრმა `ექსპოჯორჯია~ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Argo/Food/Drink/Tehc) მე-17 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა.

გამოფენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და `ექსპოჯორჯიას~ ორგანიზებით გაიმართა.

პირველ რიგში, დიდი მადლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის სოფლის მეურნეობის სამმართველოს, რომელმაც უზრუნველყო ამ გამოფენაზე ადგილობრივი მედიასაშუალებების დასწრება. ვერ გეტყვით, როგორი იყო წინა გამოფენები, მაგრამ ამჟამინდელი რომ გრანდიოზული გახლდათ, ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია. აკაკი წერეთლის 116-ში განლაგებულ საექსპოზიციო პავილიონებში თავიანთი პროდუქტები და ტექნოლოგიები წარმოადგინა 16 ქვეყნის 100-მდე კომპანიამ.

ყველაზე მასშტაბურად იყო წარმოდგენილი ბელარუსი. როგორც გამოფენაზე გვითხრეს, ბელარუსის გამოფენა `Made in Belarus~ წარმოადგინა 9 კომპანიამ, დაფასოებისა და მეფრინველეობის ქარხნებმა, უმსხვილესმა ეროვნულმა საკონდიტრო საწარმოებმა, ძეხვეულის, ბავშვთა კვების პროდუქტების, ასევე მეძუძური დედებისათვის ვიტამინიზებული დაკონსერვებული საკვების მწარმოებელმა კომპანიებმა.

`Made in Belarus~ ორგანიზებული იყო ბელარუსის სავაჭრო და სამრეწველო პალატის, გაერთიანებული საგამოფენო ორგანიზაცია `ბელინინტერექსპოს~ მიერ, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით.

მე-17 საერთაშორისო გამოფენა გახსნა და ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა:

`დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია უამრავი მონაწილე, რომელთაც სურვილი აქვთ, დაათვალიერონ, შეიძინონ, გაიცნონ ის ტექნოლოგიები, რომლითაც მსოფლიო ამაყობს და ვფიქრობ, ჩვენი ფერმერები ძალიან მალე დანერგავენ ამ გამოფენაზე წარმოდგენილ მიღწევებს თავიანთ ფერმებსა და საწარმოებში~. წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქები და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

გამოფენაზე გურიის მუნიციპალიტეტებიდან ორგანიზებულად ჩასული სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, ფერმერები და ბიზნესმენები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბელარუსის, ჩინეთის, კორეის, პოლონეთის, იტალიის, ნიდერლანდების პროდუქციითა და ტექნოლოგიებით.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვას უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოყვანით და ადგილობრივ კომპანიებთან დაკონტაქტებით.

საგამოფენო ცენტრ `ექსპოჯორჯიას~ ორგანიზებითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მოწყობილ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო გამოფენას 2300-მდე მცირე ფერმერი სტუმრობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფერმერებს საშუალება მიეცათ პირდაპირი კონტაქტები დაემყარებინათ მეწარმეებთან, გაცნობოდნენ ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს. სურათით.

ვერ გეტყვით, როგორი იყო წინა გამოფენები, მაგრამ ამჟამინდელს რომ რომ მასშტაბურობა არ აკლდა, ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია. აკაკი წერეთლის 116-ში განლაგებულ საექსპოზიციო პავილიონებში წარმოდგენილი იყო ბელარუსის, ჩინეთის, კორეის, თურქეთის, ირანის, ნიდერლანდების, რუსეთი, ლიხტენშტაინის, ჩეხეთის, პოლონეთის, იტალიის, გერმანიის, უზბეკეთის, ინდოეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების 100-ზე მეტი ფირმის პროდუქციის ნიმუშები და ტექნოლოგიები.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.