ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს

დამატებულია: 2017-11-28
picture1

გუშინ მეოთხე მოწვევის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა . სხდომას 46 დეპუტატიდან 44 დაესწრო. სხდომას არ ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე; გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე. სხდომაზე არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი კონსტანტინე შარაშენიძე იმყოფებოდა.

საკრებულოს მსხდომას უხუცესი დეპუტატი ნანული ორაგველიძე უძღვებოდა.

დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თბილისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის და ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“დაღუპულების ხსოვნას.

საკრებულოს თავმჯდომარის ერთი კანდიდატურა დასახელდა. 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია.

კენჭისყრაში დამსწრე 44 დეპუტატიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღო:

_ „არ ვთვლით საჭიროდ მონაწილეობა მივიღოთ იმ საკრებულოს სხდომასა და კენჭისყრაში, სადაც უმრავლესობაში არიან ის ადამიანები, ვინც ყველანაირი გაყალბებით, დაშინენებით, ხელის გადაგრეხებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოიგეს არჩევნები\\\"-განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ.

კენჭისყრაში მონაწილე 40 დეპუტატიდან ხმა დავით დარჩიას სასარგებლოდ 37 დეპუტატმა მისცა.

არჩევნების პროცედურის დასრულების შემდეგ დავით დარჩიამ მხარი დაუჭირა საკრებულოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის.

შემდეგ ეტაპზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე გიორგი ღურჯუმელიძე აირჩიეს.

ფრაქციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გელა აროშიძე უხელმძღვანელებს, ხოლო საკრებულოს მეორე ფრქაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით მჟავანაძე.

საკრებულოს სამანდატო, ეთიკისა და იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ ეროდი გორდელაძე აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ _გია ჩაგანავა; საკრებულოს განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ _ლელა საჯაია; აგრარული კომისიის თავმჯდომარედ_ გოჩა კილაძე; საკრებულოს სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის კომისიის თავმჯდომარედ_ ლავრენტი ბიგვავა.

საკრებულოს სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კენჭისყრა კანონის უხეში დარღვევით მიმდინარეობდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ დეპუტატების ნაწილმა არა საარჩევნო კაბინაში, არამედ უშუალოდ ხმის დამთვლელი კომისიის მაგიდაზე ავსებდნენ საარჩევნო ბიულეტენებს.

გაზეთ „ალიონთან“ იურისტმა ირაკლი პაპავამ განმარტა, რომ ასეთი ქმედებით დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.