კონსტანტინე შარაშენიძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

დამატებულია: 2017-11-29
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი კონსტანტინე შარაშენიძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მან კაბინეტში შესვლისთანავე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

_ვიცი, რამხელა საქმეები გველოდება წინ. ძალიან ბევრი და დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. რაც უფრო მეტი სირთულეა, მით უფრო მეტად მომეცემა ძალა, რომ გავამართლო ხალხის ნდობა. მე ვიცოდი რას უნდა შევჭიდებოდი, როცა ბრძოლა დავიწყე და აუცილებლად მოვაგვარებთ ყველა პრობლემას იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არის გამოცდილი, პროფესიონალი და კვალიფიციური. ამას აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა და არა იმას, არჩვნებზე ვინ ვის გვერდით იდგა.

ოზურგეთის მერმა ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებზეც გააკეთა კომენტარი:

_ჩემი ურთიერთობა მედიასთან იქნება ღია და გამჭირვალე. არანაირი საშვის სისტემა, არანაირი ინფორმაციის დამალვა. მე დამჭირდება თქვენი დახმარება, რომ ინფორმაციები მივაწოდოთ მოსახლეობას. ეს ჩემი თხოვნაა, რომ ღია პროცესებს და განჭირვალობას თქვენ შეუწყოთ ხელი.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.