ოზურგეთელი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტმა 95 ხმით 5 ხმის წინააღმდეგ საქართველოს სახალხო დამცველად აირჩია.
_ამხელა მხარდაჭერის მაჩვენებელი ჩემთვის სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო კრიტიკული შეფასებები ფონზე. მე მზად ვარ, რომ ყველა ადამიანთან, ვისაც კითხვები ჰქონდა, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ პრეტენზიებს და ვუპასუხო. მე შევუდგები საქმიანობას მას შემდეგ, რაც მოქმედ სახალხო დამცველს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. პირველი რაც იქნება, გავეცნობი არსებულ ვითარებას აპარატში. მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან. მე ვიქნები ძალიან გახსნილი მათთან. ძირეული ცვლილებები იქნება თუ არა, ამაზე მას შემდგე ვისაუბრებ, რაც მივალ აპარატში და გავეცნობი მდგომარეობას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროფესიონალიზმი იყოს წინა პლანზე,_ განაცხადა ნინო ლომჯარიამ.