ოზურგეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

დამატებულია: 2017-12-14
picture1

ოზურგეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.მათ შორის მნიშვნელოვანია ურეკის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ღირებულება 70 მილიონ ლარს აჭარბებს.

ძალზე მნიშვნელოვანია მერია-ლაითური-ცეცხლაურის გზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარა-გურიის ცენტრალური მაგისტრალების განტვირთვას.

აღნიშნულ გზას „გზამშენი 18“ აშენებს.

_პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. შპს „გზამშენი 18“-ის ქვემოიჯარე კომპანია „ზიმოა“, რომელმაც ლაითური-ცეცხლაურის საზღვარზე მდინარე ჩოლოქზე 34 მეტრი სიგრძის ხიდი ააგო, რომელიც 1,7 მილიონი ლარი დაჯდა. გზის სიგაზე 7 მეტრია და მასზე დიდი გაბარიტის ტრანსპორტის გავლაა შესაძლებელი. მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულედება_გვითხრა შპს „გზამშენის“ უფროსმა თემურ ჯახვამ.

ამ დღეებში აღნიშნული გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მოინახულა.

„გზამშენი 18“ წითელმთა-მაკვანეთის 2,3 კმ. სიგრძის გზასაც აშენებს. ამ პროექტზე 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს და იგი 2018 წლის მაისში დასრულდება. 14 დეკემბერს ოზურგეთში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები შპს „გზამშენი 18“უფროსს თემურ ჯახვას შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ისინი გურიის გზების მოვლა-პატრონობაზე 50 მილიონ ლარს დახარჯავენ.მათ პრიორიტეტად საჯავახო-ქობულეთის, ურეკი-ოზურგეთი-შემოქმედის, ჩოხატაური-ბახმაროს გზების რეაბილიტაცია-მოვლით სამუშაოებს დააფინასებენ.

ამ ეტაპზე თუ რომელი გზების რეაბილიტაცია მოხდება, თემურ ჯახვამ განაცხადა, რომ რ მოხდება ნაგომარი-ოზურგეთის, ექადია-ქაქუთის გზის რეაბილიტაცია;გურიანთა-წვერმაღალას გზის შეკეთება;კურორტ ბახმაროს მიმართულებით გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.