„ამ პროცესმა შექმნა მმართველობითი ხასიათის პრობლემები“

დამატებულია: 2017-12-22
picture1

2017 წლის 15 მაისს, 7 თვითმმართველ ქალაქსა და 7 სათემო მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაერთიანების წინადადებით მიმართა, რის შემდეგაც, საკრებულოებმა დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომებზე მოიწონეს სამინისტროს წინადადება. ამის პარალელურად, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას არ ჩაუტარებია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“აუცილებელი მოთხოვნაა.ამის მიუხედავად, მთავრობის ინიცირების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 15 ივნისის დადგენილებით 7 თვითმმართველი ქალაქი გააუქმა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტმა ასოციაციისა და სამართლიანმა არჩევნების მიერ კვლევის შედეგად მომზადდა ანგარიში, სადაც წარმოდგენილია 7 თვითმმართველი ქალაქისათვის (ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე, ამბროლაური, მცხეთა, თელავი), თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული პროცესების სამართლებრივი ანალიზი და რეკომენდაციები.

_კვლევის თანახმად დადგინდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ხელისუფლების არგუმენტები არ შეესაბამებოდა ამ ქალაქებში არსებულ რეალობას და დასაბუთება მოკლებული იყო საგნობრივ მსჯელობას. მაგალითად, მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება, თუ რის საფუძველაზე აცხადებდა, რომ არ გაუმჯობესებულა მოქალაქეთა ჩართულობა, სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, არგუმენტი, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა შემოსავლები, სინამდვილეს არ შეესაბამება _ თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და გორის ბიუჯეტის ანალიზი საპირისპიროს ამტკიცებს. რაც შეეხება სხვა არგუმენტაციას ადმინისტრაციული ხარჯების გაორმაგების, ხარჯვის ეფექტიანობის გაუარესებისა და სხვა საკითხების შესახებ, ამ შემთხვევაშიც, მთავრობას სათანადოდ დადასტურებული ინფორმაცია არ წარმოუდგენია _აღნიშნავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

წარმოდგენილ არასამთავროებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესმა წარმოქმნა მმართველობითი ხასიათის პრობლემები. 15 ივნიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების აგვისტოს ბოლოს ამოქმედებით, ამ პერიოდისათვის არსებულმა 14 თვითმმართველმა ერთეულმა (საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა) არსებობა შეწყვიტა და აგვისტოს ბოლოდან შეიქნა 7გაერთიანებული მუნიციპალიტეტი. აქედან გამომდინარე, გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოები _საკრებულოები, მერები და გამგებლები, შესაბამისი ადმინისტრაციებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არსებობდნენ. ასევე, წარმოიქმნა საბიუჯეტო პრობლემები, რადგან აგვისტოს ბოლოსათვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ისევე არსებობდა 14 მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელთა მიღებასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ მუნიციპალიტეტები აღარ არსებობდნენ.

_აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების საფუძველზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და სამართლებრივ არჩევნებს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ზომის ქალაქების ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბების მხარადაჭერა, რაც შექმნის ადამიანის განვიტარებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეს და მოსახლეობის ერთ ადგილზე კონცენტრაციას ხელს შეუწყობს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.