„საქართველოს რკინიგზა“, საახალწლო დღესასწაულებზე დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს.

დამატებულია: 2017-12-22
picture1

”საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები.

აღნიშნულ პერიოდში ქ. ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით.

დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ: თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877 – გასვლა 08:50 საათზე, ჩასვლა 13.:08 საათზე; გამოსვლა 19:45 საათზე, ჩამოსვლა 23:59 საათზე. თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 – გასვლა 10:30 საათზე, ჩასვლა 15:30 საათზე; გამოსვლა 17:10 საათზე, ჩამოსვლა 22:03 საათზე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.