გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა, მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
„მოვინახულე ოზურგეთში და ლანჩხუთში მცხოვრები რამდენიმე სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახი, მივულოცე დამდეგი ახალი წელი და მათ საჭიროებებს ადგილზე გავეცანი. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ასეთი ოჯახების გვერდით დგომა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა, რომელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ“,- განაცხადა გუბერნატორმა.