2018 წელს დაბადებული პირველი ოზურგეთელი ცოტნე თოიძეა. ის 2 იანვარს დაიბადა და სოფელ კონჭკათიდანაა. ახალშობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ფრაქცია \"ქართული ოცნების\" თავმჯდომარემ, სოფელ კონჭკათის მაჟორიტარმა ტარიელ აროშიძემ, მოადგილესთან მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთად მოინახულეს.
- \" პატარა ცოტნეს ამ ქვეყნად მოვლინებას ვულოცავ თოიძეების ოჯახს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ქვეყნის და ოჯახის სასახელო ვაჟკაცი გაზრდილიყოს \"- აღნიშნა დავით დარჩიამ.
- \" ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა დღეს აქ ყოფნა, რადგან პატარა ცოტნე სოფელ კონჭკათიდანაა. ვულოცავ მის მშობლებს, სოფელს კიდევ ერთი ვაჟკაცის დაბადებას. ისეთი ბიჭი გაზრდილიყოს, რომ გვეამაყოს მისი წარმატებით\" - დასძინა სოფელ კონჭკათის მაჟორიტარმა ტარიელ აროშიძემ. ✔ პატარა ცოტნე თოიძეების ოჯახის მესამე შვილია.