„ალილოობა“ ოზურგეთში

დამატებულია: 2018-01-07
picture1

ტრადიციული „ალილო“ ოზურგეთში დღესაც გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის საკათედრო და სხვა ტაძრები მოძღვრები, სტიქაროსნები, მრევლი, მოსახლეობა.

„ალილოს“ მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოეწყო. შემომწირავთა შორის იყვნენ: გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, პოლიციის სამმმართველო,

ცალკეული ბიზნესმენები, ინდმეწარმეები, მოსახლეობა. როგორც საშობაო ქადაგების შემდეგ მეუფე იოსებმა ოზურგეთის საკათედრო ტაძარში განაცხადა „ალილოზე“ შეგროვილი სურსათ-სანოვაგე, საჩუქრები უპოვრებს და ბავშვთა სახლებს გადაეცემათ.

სოფელ მერიაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მრევლმა „ალილოობა“ გამართა.

სოფელში ამ ლამაზი ტრადიციის აღდგენის ინიციატორები მამა ნიკოლოზი (სვანიძე) და სოფელ მერიის საჯარო სკოლის პედაგოგი ციური ბაბილოძე არიან.

„ალილოს“ მსვლელობაში მონაწილეობდნენ სოფელ მერიის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ღლონტი, სკოლის დირექტორი ავთო კეჭაყმაძე, პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი მოსახლეობა.

მაგრამ ამ რიტუალს განსაკუთრებულ ელფერს აძლევდა ანსამბლს „იადონის“ შესანიშნავი სამეული: ბიძინა მჟავიას, გურამ ღლონტის, დიმა ბაქანიძის მიერ შესრულებული „ალილოს“ უძველესი ვარიანტი.. სოფლის ორღობეებში ხვარბეთელი ბადრი მიქატაძის ურმის კოფო მოსახლეობის მიერ გაღებული საშობაო საჩუქრებით გაივსო.

სოფელ დვაბზუს შალვა რადიანის სახლ-მუზეუმის ეთნოგრაფილი ეზოში გამართულ საშობაო რიტუალს აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღა“პირდაპირ ეთერში გადასცემდა. აქ აჭარის ტელევიზიის მაყურებელმა სიმღერა „ჩვენ მშვიდობა“ ანსამბლ „შემოქმედის“ შესრულებით მოისმინა.

დღეს, ოზურგეთის თეატრის მსახიობი ჯემალ კეჭაყმაძე თავისი ავტომობილით ნებისმიერ მგზავრს უფასოდ ემსახურება. ჯემალ კეჭაყმაძე უკვე რამდენიმე წელია უფლის შობისა და აღმგომის დღესასწაულებზე, მსოფლიო ტაქსის დღეს უფასოდ ემსახურება ათეულობით მგზავრს.

მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით „ალილოობა“ სხვადსხვა ფორმით ეპარქიის ყველა თემში გაიმართა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.