ოზურგეთელი ხათუნა ჯინორია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა.
დღეს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფარული კენჭისყრით ხათუნა ჯინორია მოსამართლედ დაინიშნა.
ხათუნა ჯინორიამ ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა დაამთავრა. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. არის აღნიშნული უნივერსიტეტის დოქტორანტი. მუშაობდა ინტერპოლში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა .პალატაში. დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ ენებს. მშობლები რევაზ ჯინორია და თინა ასათიანი პედაგოგები არიან.