დღეს, გამთენიისას, ტრაპზონში Pegasus airlines-ის თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომელიც ანკარადან ტრაპზონში მიფრინავდა, დაშვებისას საფრენ ბილიკიდან გადავიდა და შავი ზღვის პირა კლდეზე ორმოში ჩავარდა.
საბედნიეროდ ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა. თვითმფრინავში 162 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის კიდევ 4 წევრი იმყოფებოდნენ. დღესვე, 7,8 ბალის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა პერუში, რომელსაც 2 ადამიანი ემპსხვერპლა. ამერიკის დასავლეთ სანაპიროებთან მიწისძვრით გამოწვეულ ცუნამს ელოდებიან.
ამ მოვლენებს წინ უძღვოდა 9 იანვარს, მიგრანტებით დატვირთული ნავის კატასტროფა ხმელთაშუა ზღვაში, სადაც 50 მიგრანტი დაიღუპა და 100 -მდე მგზავრს ეძებენ. მსხვერპლი მოჰყვა აღმოსავლეთ ჩინეთისზღვაში ირანული ტანკერისა და ჰონკონგის მშრალტვირთიანი გემის შეჯახებას.
3 იანვარს, საჰაერო-სამგზავრო ლაინერი, რომელიც ოკლაჰამა-სიტიდან ჯორჯთაუნში მიფრინავდა, აფრენიდან მალე რადარებიდან გაქრა. ახალი წლის წინა დღე ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ამერიკელი მოქალაქეებისათვის, რომლებიც კოსტა-რიკაში ავიაკომპანია „NATURE AIR“კუთვნილი მთვითმფრინავით მგზავრობდნენ. თვითმფრინავი გუანაკასატში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ყველა მგზავრი, 10 ამერიკელი მოქალაქე და 2 პილოტი დაიღუპა. აშშ მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს.
2017 წლის 31 დეკემბერიასევე ტრაგიკული აღმოჩნდა ბრიტანელი მილიონერისა და მისი ახლობლებისათვის. რიჩარდ კაზინსი საშობაო არდადეგებს, ახლობლებთან ერთად ავსტრალიაში ატარებდა. ჰიდროპლანი, რომელითაც იგი ოჯახის უახლოეს წევრებთან ერთად სამხრეთ უელსის შტატში, ადგილობრივი დროით 15 საათსა და 15 წუთზე, ქალაქ სიდნეისთან ახლოს, მდინარე ჰოკსბერში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფ ოჯახის 4 წევრთან ერთად დაიღუპა.
რამდენიმე დღით ადრე კი, რუსეთის ჩრდილოეთში, ნარიან-მარის აეროპორტიდან აფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი ან-2 ჩამოვარდა და 2 ადამიანი დაიღუპა.