ალიონი
სოფლის მეურნეობის პარაზიტი, აზიური ფაროსანას „სამშობლო“ ჩინეთი, იაპონია, კორეა და ტაივანია. აშშ-ში პირველად მავნებელი 1998 წელს შენიშნეს. 2010-2011 წლებში ფაროსანამ ამერიკელი ფერმერების ხეხილის ბაღებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ბოლო წლებში მავნებელი ევროპაში, სამხრეთ ამერიკაშიც გავრცელადა. 2015 წელს იგი საქართველოშიც გამოჩნდა. მომდევნო წელს მწერმა დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა იგი აზიანებს თესლოვან და კურკოვან ხილის სხვადასხვა სახეობას¬¬ _კენკროვანებს, ბოსტნეულ კუტურებს.
განსაკუთრებით ზიანს აყენებს ვაშლს, მსხალს, ატამს, ვაშლატამას, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირას, სიმინდს. ფაროსანას შეუძლია მოსავლის 70 პროცენტი გაანადგუროს.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 24 მარტის განკარგულებით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის 7 574 000 ათასი ლარი გამოყო. დამატებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს თხილის ფართობების დასამუშავებლად საჭირო მუშახელის ანაზღაურებისათვის 4 854 000 ლარი გადაერიცხა. გასულ წელს მედია აქტიურად აშუქებდა ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულ კამპანიას, თუმცა არაერთი სტატია დაიბეჭდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ დაგვიანებულ და არასწორ ბრძოლაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი წამალი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და უვარგისი იყო. თავად თურქეთს ევროკავშირმა უარი ათქმევინა კონკრეტული პრეპარატების გამოყენებზე, რადგან იგი ევროპის ბაზრის ძლიერი ექსპორტიორია და მათ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ევროკავშირის ქვეყნები არ იყიდდნენ, ამიტომ თურქეთმა შეძენილი პრეპარატები საქართველოს მიჰყიდა (?!)
ამას დაემატა ისიც, რომ ფაროსანას წინააღმდეგ არ გამოიყენებოდა სათანადო ტექნიკა, ბევრი საკარმიდამო ნაკვეთი არ შეიწამლა. წამლობა უნდა მომხდარიყო მაისის პირველ ნახევარში, ეს სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყო. ავიაცია ძალიან გვიან ჩართეს ამ პროცესში.
საყვედურები გაისმოდა მეფუტკრეების მხრიდან, ისინი აცხადებდნენ, რომ შემოტანილი პრეპარატები ძალზე აზარალებდა ფუტკარს.
წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ აპირებდა ეკოლოგიურად სუფთა აშშ-ში გამოცდილ პრეპარატის შეძენას და ინდოეთიდან შემოჰქონდა უფრო იაფი, მაგრამ ეკოლოგიურად უფრო გაუმართლებელი პრეპარატები. ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში აგრარული კომიტეტის წევრებმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის ცნობით 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას შესაფერისი კლიმატური პირობების შესაბამისად დაიწყება. რედაქცია დაინტერესდა რა ღონიძიებები იგეგმება გურიის რეგიონში ფაროსანასაც ბრძოლის მიმართულებით, თუმცა ჯერ-ჯერობით პასუხები ვერ მივიღეთ.
გასულ ხუთშაბათს, ქ. ოზურგეთში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქალბატონი მარიამ გელაშვილი რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებთან ატარებთა თათბირს. თათბირი ხანგრძლივი აღმოჩნდა ჩვენ ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ბიუროს უფროსთან, ქალბატონ მანანა მინდაძესთან მოვახერხეთ გასაუბრება:
_თათბირის თემა არ უკავშირდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს _გვითხრა მან.
გასულ ხუთშაბათს, ასევე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის უფროსს ნინო შეწირულს მივმართეთ კითხვებით. მოგეხსენებათ, საჯარო დაწესებულებებმა გარკვეული ბარიერი შექმნეს მედიისათვის საჭირო ინფორმაციის დროულად მისაღებად. ქალბატონი ნინო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ქალბატონ თეა შველიძეს დაუკავშირდა... სამინისტროს პიარსამსახურმა მოკლე დროში ჩვენს კითხვებს (მათ შორის წელს ფაროსანასთან ბრძოლის საქმეში ინდური პრეპარატის ეფექტიანობას და რამდენად მისაღებია იგი მეფუტკრეობისთვის) პასუხი არ გაგვცა. (იმედია პასუხს გაგვცემენ, რომელსაც გაზეთის მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ).
ტიფო მიქატაძ, შპს „ხელხვავის“ კონსულტანტი:-
_„საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ სულ ახალ-ახალი გამოწვევები ელოდება სოფლის მეურნეობას. თანამეროვე სასოფლო-სამეურნეო სისტემები, რომელსაც სახელმწიფო აყალიბებს, ამ გამოწვევების ადეკვატური უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ამ კუთხით ჩამორჩება. ვისურვებდი, სასოფლო-სამეურნეო სისტემების ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება პროგნოზირებას, ანალიზს და მონიტორინგს, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ჩვენ უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას, არა მარტო იმის შესახებ, რა ხდება მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში, ზოგადად, საით მიდის პროცესები და პროგნოზირებისა და მონიტორინგის სამსახური მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისათვის , რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს კონკრეტულ დარგს.
ფაროსანა გამოწვევაა და უნდა ვიცოდეთ რა უნდა გაკეთდეს ხვალ, რათა მოსალოდნელი ცუდი პროგნოზი რეალობაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. . ჩემი აზრით მაინც, მთავარი უნდა იყოს საინფორმაციო-საპროპაგანდო მუშაობა, რადგან მოსახლეობა ეპიდემიური საშიშროების წინაშე დგას.გამოყენებული უნდა იყოს, როგორც მექანიკური, ისე აგროტექნიკური, ბიოლოგიური, საშუალებები.
რაც შეეხება ქიმიურ საშუალებას, იგი მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული საშიშროებისას უნდა იყოს გამოყენებული. საშიშროებს დიდია, როცა ქიმიის გამოყენების მასშტაბები იზრდება.ამ შემთხვევაში ქიმიის გამოყენებაზე კი არ უნდა ვთქვათ უარი, არამედ კონკრეტული პრეპარატის სწორად და ზომიერი გამოყენება უნდა მოხდეს.სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები, რომლებიც ქიმიური საშუალებების შემოტანით არიან დაკავებულნი, ფერმერებს უნდა მიაწოდონ რეგლამენტი, როდის შეწამლონ,რა დოზით უნდა შეწამლონ და რა ტიპის უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვან.
შარშან, სურსათის ეროვნული სააგენტოს საპროპაგანდო მასალებში დეტალურად იყო ასახული კონკრეტული პრეპარატით როგორ უნდა შეეწამლათ და რა ტიპის უსაფრთხოების ზომები უნდა დაეცვათ. წელს ეს პროპაგანდა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. შარშან ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შემოიტანა. ეს პრეპარატია „ბიფეტრინი.“პრეპარატის გამოყენება სახელმწიფო რეგლამენტითაა დარეგულირებული...
რაც შეეხება, მოსახლეობაში დარიგებულ პრეპარატების გამოყენებას, ჩვენთან ქიმიური საშუალებების გამოყენების კულტურა ძალზე დაბალია.პრეპატარატის ეტიკეტირება შესაბამისი კანონით რეგულირდება. კანონში არის არის იმ საშიშროებზე, უსაფრთხოების წესებზე საუბარი, რომელიც ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს“_გვითხრა ტიფო მიქატაძემ.