რა მოხდა ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში

დამატებულია: 2018-01-24
picture1

დღეს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპმანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული ნივთი, რომელიც ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეს აღმოუჩინეს, პნევმატური იარაღია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა შორენა ზედგინიძემ განუცხადა, მანდატურმა პირადი გასინჯვისას პნევმატური იარაღი მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინა.

„როგორც იცით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუზველზე მოსწავლეების პირადი ნივთების გასინჯვის უფლება აქვს. ასეთი გასინჯვის დროს მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინეს აკრძალული ნივთი. სავარაუდოდ, ეს არის პნევმატური იარაღი. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის ინფორმირება და შემდგომი რეაგირებისათვის ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ,“_განაცხადა შორენა ზედგინიძემ.“

მედიასათან უფროსკლასელი მოსწავლისაგან მანდატურის მიერ ცეცხლმსროლელი იარაღის ამოღებას არ ადასტურებს ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე. იგი ამბობს, რომ მანდატურმა მოსწავლეს რაღაც ნივთი ჩამოართვა, მაგრამ ეს არ იყო ცეცხლმსროლელი იარაღი.

ამ ეტაპზე მომხდარზე სხვა ინფორმაციაარ ვრცელდება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.