ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის გია მამაკაიშვილის ინფორმაციით, დღეს, დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მუშაობას შეუდგა სახელმწიფო აუდიტი:
„სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლები ოზურგეთში დღეს დილით ჩამობრძანდნენ. პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად მათ საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი ოთახი გამოვუყავით. სახელმწიფო აუდიტი გეგმიურ შემოწმებას ახორცილებს. ამ მიზნით იგი შეისწავლის ყოფილი ქალაქის მერიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016-2017 წლებში გაწეულ ფინანსურ საქმიანობას“, - გვითხრა მამაკაიშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ოზურგეთში ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ.