ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ოზურგეთში განაცხადა. მიმინოშვილის და ოზურგეთელების შეხვედრა არცთუ მშვიდ გარემოში წარიმართა. ოზურგეთის ხელისუფლება, ოპოზიცია, არაამთავრობო სექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ერთხმად ითხოვდნენ ქალაქში საგამოცდო ცენტრის შენარჩუნებას.
მიმინოშვილმა ცენტრის გაუქმების არგუმენტად იგივე კონტიგენტის სხვა რაიონებში ცენტრების არარსებობა დაასახელა.
შეხვედრა ის იშვიათი შემთხვევა გამოდგა, როცა ყველა პოლიტიკური კუთვნილებისა და პროფესიის დამსწრეს ერთი და იგივე მოთხოვნა და არგუმენტები ჰქონდათ-ცენტრის შენარჩუნება რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აპიტურიენტებს და მათ მშობლებს დამატებითი ფინანსური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხი ელოდათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს \" თავმჯდომარის მოადგილე მარი ჩხიკვიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ფრაქცია აქტიურად იყო აღნიშნულ საკითხში ჩართული და კარგია, როცა მოსახლეობაში კითხვების გასაცემად თვითონ მაია მიმინოშვილი ჩამოვიდა. ეს საკითხი დიდ ინტერესს იწვევს საზიგადოებაში და ჩვენ აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული პრობლემების მოგვარებაში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში _ ხულო, ფოთი, სადაც უქმდება საგამოცდო ცენტრები, რჩება რეგიონული ცენტრები - ბათუმი, ზუგდიდი, გამონაკლისია გურია, ოზურგეთში საგამოცდო ცენტრის გაუქმებით გურიის რეგიონში აღარ იქნება საგამოცდო ცენტრი და აბიტურიენტებს მოუწევთ სხვა რეგიონში წასვლა.
ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ოზურგეთს შეუნარჩუნდეს საგამოცდო ცენტრი
აღნიშნულ შეხვედრამდე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციულ შენობასთან იგივე მოთხოვნით აქცია გამართეს. მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და მერიის განათლებისა გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსი მარინა ჯაფარიძე შეხვდნენ.