შემთხვევა დღეს, დაახლოებით 16 საათზე მოხდა ქ. თბილისში, ვაჟა ფშაველას მე-7 კვარტალში. 13 წლის მოზარდს, ლიფტში თავს დაესხა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელმაც ფიზიკური ზიანი მიაყენა მას. ბავშვის ყვირილი შემთხვევით ერთ-ერთმა მცხოვრებმა გაიგონა და პოლიცია გამოიძახა.
დაზარალებული იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით მოზარდს აღენიშნება ტვინის ტრავმა და დაქვეითებული აქვს მხედველობა.
პოლიციამ მოძალადე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაზარალებული ვაჟი ქ. ოზურგეთში დაიბადა. ამჟამად დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს.