ოზურგეთში მარადმწვანე კავკასიური ჭანჭყატის ნარგაობა გაკრიჭეს

დამატებულია: 2018-04-05
picture1

ალიონი. გასულ ხუთშაბათს, ქ. ოზურგეთში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციის წინ მარადმწვანე გაზონები გაჩეხეს. ოზურგეთის მუნიცპიალიტეტის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მათ კავკასიური ჭანჭყატის ნარგაობა ზემოდან დავალებით გაკრიჭეს, რადგან ტრანსპორს მოძრაობისას ხილვადობაში უშლის ხელს. გაზონების აჭრას მოსახლეობის მწვავე რეაქცია მოჰყვა. თავისი უაროფითი პოზიცია დააფიქსირა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილმა.

მოგვიანებით ფრაქცია „ქართული ოცნება -მწვანეები“ შემდეგი ტექსტი გაავრცელა:

„გაშენებულმა მწვანე ნარგავებმა მართლაც, რომ გაალამაზეს ჩვენი ქალაქი!

დღევანდელ ფაქტს, ბუჩქების გადაჭრას ასეთი სახით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ჩემთან საუბარში მძღოლების ხილვადობის შეფერხებით ხსნიან.

მძღოლების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თუმცა მიმაჩნია, რომ უპირველესია მათი მხრიდან საგზაო წესების სრული დაცვა. უკვე გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა კი სპეციალისტების მიერ წესების და საჭირო პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს, რათა არ მოხდეს ნარგავების დაზიანება და ქალაქის გამწვანებული ტერიტორიის იერსახის შეცვლა.

მოვუწოდებ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, გაითვალისწინონ ჩვენი მოქალაქეების აზრი, რომელთა უმრავლესობას გამწვანებული ქალაქი მოსწონს და მწვანე ნარგავების მოვლა-პატონობა განახორციელონ გეგმაზომიერად, ყველა საჭირო ღონისძიების დაცვით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია \"ქართული ოცნება - მწვანეები\" ქალაქ ოზურგეთში ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის და სხვა ქუჩებზე მწვანე ნარგაობა ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის ბეგი სიორიძის ინიციატივით დაირგო.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.