დღეს,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთის შესახებ,“საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
საკითხი დეპუტატებთან განსახილველად მუნიციპალიტეტის წწ სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ წარმოადგინა.
საკრებულოს სხდომათ დარბაზში მიკროფონი არ დგას და დარბაზის ბოლოში, სადაც ჟურნალისტებისთვისაა ადგილები განკუთვნილი, ხმაურის გამო თითქმის არაფერი ისმოდა, თუმცა არც მომხსენებელთან ახლოს მჯდომ დეპუტატებს არ დაუსვამთ კითხვები თუ რატომ უნდა შემოიღოს მიწის გადასახადი, როცა სახელმწიფომ მოსახლეობა 5 ჰექტარ მიწის ფართობის ფლობისთვის გადასახადიდან გაათავისუფლა.
საკრებულოს მიერ წარმოდგენილ ბეჭდურ ვერსიაში ვკითხულობთ, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლემდე მიღებულ აქტივებზე -3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე -2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე -1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს _3-ჯერ;
რაც შეეხება ფიზიკურ პირის დასაგეგრ ქონებას, წლიური განაკვეთი ასეთია:
40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის _საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის _1,0 პროცენტი.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე,) და საკარმიდამო 1 ჰექტარი-73 ლარი; სათიბი _20 ლარი; საძოვარი _16 ლარი;
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების 1 კვ. მეტრზე წლიური გადასახადი განაკვეთებია: ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე 1კვ. მ. -0,288ლარი; დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში -0, 312 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში 0,216 ლარი.
ქონების გადასახადიდან თავისუფლდება:
ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს:
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწია ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს.
საკრებულოს სხდომის შემდეგ საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან დავით მამალაძემ გვითხრა:
_მიწებზე ფასებს სახელმწიფო ადგენს, პარლემენტმა უნდა იმსჯელოს. სანამ საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს მორიგ სხდომაზე წარადგენენ, მანამდე ყველა დეტალია გასარკვევი. სახელმწიფომ კი გაათავისუფლა მოსახლეობა პრივატიზაციით მიღებული 5 ჰექტრამდე მიწის გადასახადიდან, მაგრამ ხომ არ არის ჩუმი დირექტივა? იმედია, დეპუტატები მომდევნო სხდომაზე მიწის ფასების თემის განხილვას უფრო მომზადებული შეხვდებიან და თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ.