ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დამატებულია: 2018-04-10
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, ვიცე-მერმა ალექსანდრე სურგულაძემ, მერის მოადგილეებმა: ირაკლი სირაძემ, ოსიკო თოთიბაძემ და ა.(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, თამარ ნადირიძემ 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ლიხაურელი ნინო თოიძის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

_„9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ამავდროულად, უდიდესი ტრაგედიის დღეა, რომელსაც თავისი გმირები ჰყავს. 29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს ადამიანები, ვინც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის გასწირა თავი, “- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.

დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.