სასტუმრო \"გურიას\" რეაბილიტაცია განახლდა

დამატებულია: 2018-04-14
picture1

სასტუმრო \\\"გურიას\\\" რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაო პროცესს დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე სასტუმროს მფლობელთან, კომპანია \\\"გურია პალასის\\\" ხელმძღვანელთან, ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძესთან და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სასტუმრო „გურია პალასი“ – (ყოფილი სასტუმრო „გურიას“ შენობა) თავისი კონფიგურაციით რთულია და რელიეფიდან გამომდინარე სართულიანობა სხვადასხვაა. რეკონსტრუქცია გულისხმობს ნაწილობრივ პროფილის შენარჩუნებას და სხვადასხვა ფუნქციური სივრცეების დამატებას.

სასტუმროში სულ 47 ნომერი იქნება, (აქედან 3 ლუქსი) რომლის მეორე სართულზე კვების ბლოკი და დამხმარე სათავსოები განთავსდება.

მესამე სართულზე გარდა ნომრებისა, საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.

სასტუმრო სულ 2 204 კვ.მ.- ს იკავებს.

შიდა ეზოში დამატებით განთავსდება კიბის უჯრედი პანორამული ლიფტით, რომლის საშუალებით მოვხვდებით მე-2 სართულის საოფისე ფართებში და მე-4 სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში.

მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.