აბსურდის თეატრის სპექტაკლი თუ მიზანმიმართული დევნა

დამატებულია: 2018-04-24
picture1

გასულ ხუთშაბათს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა ამავე მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის თამარ დუმბაძის საქმეზე ზეპირი მოსმენა გამართა.

კარგა ხანია ოზურგეთს არ ახსოვას ასე ერთ გუნდად შეკრებული საზოგადოება, რომლებიც ქალბატონ თამარს უჭერდნენ მხარს. მოსმენას ეწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან,“ „ნაციონალური მოძრაობიდან“,მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, მოსმენას არ დაესწრნენ მუნიციპალიტეტის იმ სამსახურების ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურის მუშაობასთან.ამიტომაც იკითხა თვითმმართველობის გენდერული სამსახურის უფროსმა ლელანაცვალაძემ: _სოციალურ სამსახურს მხოლოდ 2 თანამშრომელი ჰყავს?

ზეპირი მოსმენის საფუძველი გახდა მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების განყოფილებიდან გამოთხოვილი მონაცემები, რომლის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურში შესული წერილებიდან ვადაგადაცილებით შესრულებული 703, ხოლო შეუსრულია 180 წერილი. , საინტერესო სტატისტიკა დასახელდა მოსმენაზე, აუდიტის სამსახურის თავდაპირველი შეტყობინებით, სამსახურში შემოსული 1444 წერილდან, ვადაგადაცილებით შესრულებულად ჩათვლილია 839 წერილი, ვადაგადაცილებული ან პასუხგაუცემელია 214 წერილი.სოციალური სამსახურის ახსნა-განმარტებით წერილის მონაცემებით, სამსახურში შემოსულია 3000-მდე წერილი და კორესპონდენცია. რაც თავისთავად ბევრ კითხვას ბადებს.

შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსმა კობა ხაბალაშვილმა განაცხადა, რომ იმართებოდა ვადაგადაცილებულ და პასუხგაუცემელ წერილებთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა,კონკრეტულად კი 2018 წლის 1იანვრიდან 1 აპრილამდე შემოსულ 880 წერილთან დაკავშირებით.

კობა ხაბალაშვილი: _„ადამიანურად გეუბნებით, შიდა აუდიტს სამსახურს ვადაგადაცილებულ თუ პასუხგაუცემელ წერილებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, და არ გვიმსჯელია, რომ თუ რა სახის გადაწყვეტილება შევუფარდოთ ქალბატონ თამარს.

კარგი იქნებოდა, თუკი იმ შეტყობინების მიხედვით, რაც ქალბატონ თამარს გაეგზავნა, მისი პასუხი იყოს მოტივირებული, რომ იგი გაითვალისწინოს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა საბოლოო დასკვნის დაწერის დროს რა როგორ ავსახოთ იგი“.

შემდეგ სიტყვა თამარ დუმბაძეს მიეცა: _ვფიქრობ დღევანდელი დღე ცოტათი აბსურდის თეატრს ჰგავს. მე მგონი ამ ყველაფრის რეჟისორი ბატონი კობაა. მინდა გითხრათ, რომ სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახურში შემოსულ ვერც ერთ ბენეფიციარს ვერ ნახავთ, რომ რაიმე პრობლემა ჰქონოდათ ჩვენ სამსახურში, მაგრამ აუდიტის სამსახურის დასკვნის საშუალებით ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება დაკვეთილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, რომელმაც რამდენჯერმე დამიბარა კაბინეტში და კატეგორიულად მომთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. თუმცა თამარ დუმბაძე ამბობს, რომ იგი ზეწოლას არ დაემორჩილება.

_ვარ წარმოიდგენთ, როგორ დღეში ვარ, როგორ ტრესულ სიტუაციაში ვმუშაობთ. ზეწოლა, ცალკე მუქარა, აქეთ აუდიტის შემოტევები.ამ დროს ჩვენთან უამრავი მოქალაქე მოდის, რომლებსაც უნდა მოვუსმინო და გავცე პასუხი. ასეთ რეჟიმში მუშაობა წარმოუდგენელია _ განაცხადა თამარ დუმბაძემ.

_ მოქალაქეთაგანცხადებები, რომელზეცპასუხებისდაგვიანებასთამარ დუმბაძეს დარღვევადუთვლიან, სინამდვილეშითვითამგანცხადებებისშემომტანთათხოვნითანარასრულყოფილიდოკუმენტაციისგამოდაგვიანდა. ვთქვათ, მოქალაქესსურდაარა 70 ლარისღირებულების დახმარებისგაწევა, რისსაშუალებაციმეტაპზეიყო ბიუჯეტით გათვალისწინებული, არამედ 100 ლარისა, რაც დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ შევიდა. ასეთი დამსგავსიწერილებიამოგროვებულიბრალისდასადებად, რაც ვერანაირადვერჩაითვლებამძიმეგადაცდომად, როგორცამას აუდიტიმიიჩნევს, _ თქვასოციალურისამსახურისუმცროსმა სპეციალისტმა ნინონიკოლაიშვილმა.

მისსავე კითხვაზე-აქვს სრულად შესწავლილი აუდიტის სამსახურის უფროსს განცხადებები, რაც შესაძლოა მძიმე გადაცდომის საფუძვლად ჩაითვალოს_ ხაბალაშვილმა უპასუხა, რომ მას ეს განცხადებები შესწავლილი არ აქვს (?!)

_შენ კოტეს მარიონეტი ხარ. თამარს ჰქონდა მარტო დარღვევები? თამარი ვერ აკეთებდა თავის საქმეს? ეს სიძისათვის გადახდილი 30 ათასი ლარი, ეს მონადირეებისათვის ჩარიცხული თანხა,ბენზინის ფონდი, დიზელის საწვავი -ამას რატომ ვერ ხედავთ და არ რეაგირებთ? გამეცით პასუხი ამაზე. რატომ დადის შეხვედრებზესოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ნათია ვაშალომიძე, რატომ არ უძახიან დუმბაძეს? არ იცი, რომ იგი თამარ დუმბაძის ადგილის დასაკავებლად ემზადება? ისე შენს ადგილს ვასიკო გობრონიძე უმიზნებს, იმასაც შარვალ-კოსტუმი უკვე ნაყიდი აქვს, არ იცი?_ მიმართა ქალაქის ბაღების გაერთიანების ყოფილმა უფროსმა ეკა ნინიძემ კობა ხაბალაშვილს.

_ „მე მთელი ცხოვრება ისე ვიმუშავე, არავის მარიონეტი არ ვყოფილვარ. როცა სხვები სკამებს არო ათბობდნე, იმ დროს მე იარაღი მეჭირა ხელში და ჩემს ქვეყანას ვიცავდი“-უპასუხა კობა ხაბალაშვილმა.

_ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ამ დარბაზში იდგმება „აფონიას“ და „გარაჟის“ სცენები. ბატონმა მერმა, რაც შეაღო კაბინეტის კარები, მას შემდეგ დაიწყო თამარის გათავისუფლებაზე ლაპარაკი. თქვენც იყავით მაგ სიაში ბატონო კობა და კიდევ ხართ საფრთხეში. ვიცე-მერმა ხომ აგიხსნათ თქვენ ქალბატონო თამარ,რატომ ვერ გიტანთ მერი? დღეს ქალბატონი თამარის დაკითხვა მიმდინარეობს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ეს სხდომა არის წინაპირობა, რომ დაიდოს დასკვნა, რომ თამარ დუმბაძე არის მძიმე დანმაშავე. შემდეგი შენ ახვალ გილიოტინაზე_განაცხადა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძემ.

დარბაზში მსხდომმა სხვა დეპუატაებმაც ითხოვეს სიტყვა:

მარიკა ჩხიკვიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“

თავმჯდომარის მოადგილე: _ბატონო კობა, წინა წლებშიც ხომ მუშაობდით აუდიტის სამსახურის უფროსად? მაშინ რატომ არ გქონდათ მსგავსი პრეტენზიები? გაქვთ თუ არა განცხადება, რომელშიც სოციალურ სამსახურს უჩივიან?

კობა ხაბალაშვილი: _მაშინ ვერ მოხდებოდა მერიის სამსახურების მუშაობის შესწავლა, რადგან ძირითადად არასამეწარმეო საქმეების შესწავლაზე ვიყავით ორიენტირებულნი.

ლელა საჯაია, საკრებულოსკომისიის თავმჯდომარე: _დღეს თითოეული ჩვენგანი ვართ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. იმ დროს როდესაც მძიმე დანაშაული უამრავია მუნიციპალიტეტში, ამ დროს სოციალური სამსახურის უფროსს უპირებენ მძიმე იარლიყით სამსახურიდან გაშვებას;

თორნიკე გოგუაძე,_დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: _თამარ დუმბაძე გამორჩეული და წარმატებული ხელმძღვანელია. ნამდვილად წარმოუდგენელია მას ბრალი დასდონ მძიმე გადაცდომაში. მიზეზი თუ გინდა, ადამიანისათვის შარის მოდება ადვილია. ჩვენ წავალთ მოვიყვანთ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც თამარ დუმბაძე მოემსახურა;

ლავრენტი ბიგვავა, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე: _რაც აქ ჩვენ მოვისმინეთ, ეს არ არის არგუმენტები, რომელიც საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას გამოიწვევს. თუ ასეთი რამ ხდება მუნუციპალიტეტში, იგი ყველა სამსახურს ეხება;

თამარ დუმბაძისადმი მხარდაჭერა გამოხატეს საკრებულოს დეპუტატებმა: ლალი სიჭინავამ,გენო ჩავლეიშვილმა, ხათუნა ცერცვაძემ, გიორგი თოიძემ, შალვა თავდიშვილმა, ბესო ქათამაძემ; სამუზეუმო-საბიბლიოთეკო სამსახურის ყოფილმა უფროსმა რუსუდან მემარნიშვილმა, ნია მექვაბიშვილმა და სხვებმა.

_ დიდიხანია ასეთი შეკრული საზოგადოება არ მონახავს. კეთილსინდისიერი ადამიანები არ უნდა დაიჩაგრონ. პრინციპები არ უნდა დავივიწყოთ. კობა, შენ კარგად იცი, რომ კოტეს წყალი ჩავლილია და ორ თვეში ყველაფერი დასრულდება -ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნუგზარ გიორგაძემ კობა ხაბალაშვილს....

_ თუ რა ხდება ამ სამსახურში აქაა წარმოდგენილი _პოლემიკაში ჩაერთო სხდომის მდივანი თამარ კიღურაძე.

მარიკა ჩხიკვიშვილი: _მერე წარმოგვიდგინე..

_კობახაბალაშვილი: კანონის მიხედვით, შემოსულ განცხადებას 15 დღეში უნდა გაეცეს პასუხი.ეს კანონი არც თქვენ და არც მე მე არ დამიწერია.ჩვენ ვალდებულნი ვართ, მივყვეთ ამ კანონს.მე ვამბობ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ეს კანონი დარღვეულია და თქვენი არგუმენტირებული პასუხი გვინდა ამასთან დაკავშირებით. როცა ქალბატონი თამარი ამბობს, რომ ზოგ წერილს პასუხი იმის გამო ვერ გავეცით, რომ ეს ბენეფიციარების თხოვნა იყო, ჩვენ ეს მსუბუქ დარღვევად ჩავთვალეთ.

ადვოკატი ემზარ ურუშაძე: _დროის სიმცირის გამო, ჩვენ ვერ შევძელით ყველა განცხადება გადაგვემოწმებინა. ჩვენ შევძელით 700-მდე განცხადების გადამოწმება, თუ რაზე ედავებიან ქალბატონ თამარს. მას ედავებიან შეშის გამოყოფასთან დაკავშირებით,რაც არ შედის მის სამსახურებრივ მოვალეობაში. ასეთია 21 განცხადება. თუ მომეცემა საშუალება, მივყვებით თანმიმდევრობით.

თუ რა დასკვნას დადებს აუდიტი, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

* * *

ზეპირ მოსმენას გაზეთი „ალიონიც“ ესწრებოდა. ჩვენ მას შემდეგ დავსვით კითხვა, რაც ხაბალაშვილმა თქვა, რომ აუდიტის მასალების გამხელა კანონით დასჯადია, თუ როგორ მოხდა მედიასაშუალებებში აუდიტის არ დაწერილი დასკვნის ნაწილი, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურის საკითხს დასკვნის დადების შემდეგ სამართალდამცავებს გადასცემენ.

ხაბალაშვილმა განმარტა, რომ შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურიდან არავითარი ინფორმაცია არ გასულა. შესაძლოა ბევრი რამ იცოდეს, მაგრამ ვერ იტყვის (?!).

* * *

გაზეთი „ალიონი“ თამარ დუმბაძეზე ზეწოლასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერის კომენტარისათვის პრესსამსახურის უფროსს ეკა მგელაძეს დაუკავშირდა.მგელაძემ მერის შემდეგი პასუხი გამოგვიგზავნა:

_„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტში ხდება სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის შესწავლა და ძირითადი ნაკლოვანებების იდენტიფიცირება-შეფასება. აუდიტის საქმიანობაში არ ვერევი“ _ასეთი კომენტარი გააკეთა მუნიციპალიტეტის მერმაკონსტანტინე შარაშენიძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.