მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ მედიას შეხვდა

დამატებულია: 2018-05-14
picture1

დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი და უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გაზეთ „ალიონმა“ დასვა კითხვა, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების სამი მიზეზზე ისაუბრა, რომელთაგან ერთ-ერთი უშუალოდ პარტიაში არსებულ ფუჭ კინკლაობა და მისი გაღრმავების შესაძლებლობა დაასახელა. კონკრეტულად რა დაპირისპირებაზე საუბრობდა იგი, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ გარკვეული მედიასაშუალებები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას,თუმცა მცირე გაუგებრობები პარტიაში მართლაც არსებობდა, მაგრამ ყრილობის ჩატარების შემდეგ ეგ მცირე გაუგებრობები აღმოიფხვრა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ მოსახლეობასთან კომუნიკაციას, მან დაასახელა წინა დღის შეხვედრა სოფელ მთისპირის მოსახლეობასთან და დაანონსა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპირებს საკომუნიკაციო შეხვედრებს რეგიონებში.

ჟურნალისტების კითხვაზე, სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, დეპუტატმა უპასუხა, რომ ნარკოპოლიტიკის მოდელი,რომელსაც მხარს უჭერს მმმართველი გუნდი, ეფუძნება ევროპულ ოთხსვეტიან ნარკოპოლიტიკის _პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და სამართალდამცავთა ეფექტური მუშაობა ორგანიზებული ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განათლებისა და სპორტის სფეროში დასაქმება, რომ ისინი დაცულნი იქნენ ნარკოდამოკიდებულებებისაგან.

ბრძოლა კორუფციასთან არის ხელისუფლების სტრატეგიული საკითხი.მხარისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

_მხარის გუბერნატორი არის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი. ის პასუხისმგებელია ყველა იმ ამოცანებზე, რომელიც რეგიონებში ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს დასახული.რამდენადაც ვიცი, ბატონ მერაბ ჭანუყვაძეს აქვს ურთიერთობა და საქმიანი თანამშრომლობა იმ სამინისტროებთან, რომელთა საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონის განვითარების, ასევე ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებთან. მე პირადად მხარი დავუჭირე და დღესაც ვაფიქსირებ ღია მხარდაჭერს გუბერნატორის მიმართ, მხარი დავუჭირე მას პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე და რა თქმა უნდა მომავალშიც დავუჭერ მხარს იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც მის წინაშე დგას. მე ასევე კომუნიკაცია მაქვს საკრებულოს თავმჯდომარესთან, საკრებულოს წევრებთან, ასევე მხარის გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის მერთან და ჩვენს პარტიულ ორგანიზაციასთან. ეს კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მქონდეს ობიექტური შეფასებები მიმდინარე პროცესებთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც არსებობს ოზურგეთში და მე ყოველთვის გახსნილი ვარ თითოეულ მათგანთან.

არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განაცხადა, იმპიჩმენტის პროცედურა მკაცრადაა კანონში გაწერილი და კონსტიტუციური ორგანოების და მათი წარმომადგენლობის საქმიანობა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის ფარგლებში. ხოლო მასთან ამ თემაზე არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და არც მერს კონსულტაციები არ ჰქონია.

კითხვაზე რას ფიქრობს კრიმინალის განსაკუთრებულ ზრდაზე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,რომ ბოლო დროს მართლაც შეიმჩნევა სტატისტიკის ზრდა, თუმცა ყველა შემთხვევაში პოლიციის მხრიდან სწრაფი და დროული რეაგირება მოხდა.

შეხვედრაზე გაზეთ „ალიონმა“ დასვა კითხვა შავი ზღვისპირეთის მიწების შესახებ, რომლის გაყიდვის კანონიერებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის გვარსაც ასახელებენ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს, ხოლო მას როგორც დეპუტატს ამ მიწებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მედიასთან შეხვედრის მიმდინარეობის დროს ითქვა, რომ ბესიკ მელუას კანდიდატურა განიხილება „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის მდივნის თანამდებობაზე:

_ეს არის შიდა პარტიული საკითხი, თუმცა გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მიმდინარეობს ბესიკ მელუას კანდიდატურის განხილვა._განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.