ფამფალეთი-მთისპირის გზის მე-3 ეტაპის სამუშაოები დაიწყო

დამატებულია: 2018-05-14
picture1

მესამე წელია ფამფალეთი-მთისპირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს გზა მნიშვნელოვნად ამცირებს სოფელ მთისპირიდან ქალაქ ოზურგეთამდე მანძილს და საშუალებას აძლევს ორი სოფლის (მთისპირი, ფამფალეთი) მოსახლეობას მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს მუნიციპალიტეტის ცენტრთან.

მე-3 ეტაპი ყველაზე რთულია შესრულებულ სამუშაოებთან შედარებით, რადგან გარდა გზის რთული მონაკვეთისა რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს მდინარე ბახვისწყალზე მდებარე ხიდს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლებში აიგო, მაგრამ არ დასრულებულა.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა თემურ გირგაძემ გვითხრა, სულ 1775 გრძივი მეტრის გზა გაკეთდება, რაზედაც შპს „გზამშენი 18“ (უფროსი თემურ ჯახვა), 823 223 ლარის სამუშაოებს შეასრულებს. მშენებლობა უკვე დაიწყო და სატენდერო პირობით წელსვე, 2 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.