26 მაისს, ქ. ოზურგეთში, ნოე ჟორდანიას ვაჟის, რეჯებ ჟორდანიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ჰიმნი შესრულდება. მას გაერთიანებული გუნდი (ხელმძღვანელი ნათია გორდელაძე) შეასრულებს.
„ნიუ-იორკი, 2017 წლის 26 მაისი
დღეს შესრულდა 99 წელი!! დიახ, თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც მამაჩამმა, ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს! თითქმის აღარავინ არაა ცოცხალი, ვინც უკვე დაბადებული იყო იმ დროს, და რა თქმა უნდა, არავინ არაა ცოცხალი, ვისაც რამე მაინც ემახსოვრება იმ დროის მოვლენებიდან. ჩემი უფროსი და ნათელა, რომელიც დაიბადა თბილისში 1918 წლის ნოემბერში, გარდაიცვალა შარშან, 98 წლის ასაკში. ასევე შარშან გარდაიცვალნენ ჩემი უკანასკნელი თანამედროვეები, კლოდ დე კემულარია და ზეინაბ ქედია-ზურაბიშვილი. 95 წლის ასაკში მე ვარ უკანასკნელი პირდაპირი შთამომავალი იმ დიდებული ხალხისა, რომლებმაც შექმნეს ჩვენი პირველი რესპუბლიკა. მე დავიბადე პარიზში იმ წელს, როცა ჩვენი ქვეყანა დაპყრობილ იქნა წითელი არმიის მიერ, და როცა ქართული მთავრობა, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად, წავიდა ემიგრაციაში თავისუფლებისათვის ბრძოლის გასაგრძელებლად.
26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩამოიბერტყა კომუნისტური უღელი, გახდა დამოუკიდებელი, და აღადგინა 26 მაისი, როგორც ჩვენი ეროვნული დღესასწაული. მაგრამ ჩემთვის, და ყველა უფროსი თაობის ქართველთათვის, რომლებაც საბჭოთა ოკუპაციის 70 წელი ემიგრაციაში გაატარეს, თითქმის საუკუნეა გასული! “_წერდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას ვაჟი- რეჯებ ჟორდანია (ვრცელი წერილი, „99“, რომელიც რეჯებ ჟორდანიას ახლობელმა მარინა კვიჟინაძემ მოგვაწოდა, შარშან, გაზეთ „ალიონის“ 19 ივნისის ნომერში დაიბეჭდა).
2018 წლის დასაწყისში, ქალბატონ მარინა კვიჟინაძისაგან ახალი წერილი მივიღე:
„ბატონო ნუგზარ,
იმედია, გახსოვთ ჩვენი მიმოწერა რეჯებ ჟორდანიასთან დაკავშირებული.
ამჯერადაც ახალი, მე მგონი საინტერესო და სასიხარულო ინფორმაციით გაწუხებთ.
ბატონმა რეჯებმა საქართველოს დამოუკიდებლობის საუკუნოვან იუბილეს მიუძღვნა ჰიმნი (ოთხმიანი გუნდისათვის). მისი დიდი სურვილია, რომ ეს ჰიმნი გურიაში _ მის მშობლიურ მახარეში შესრულდეს. ვიმედოვნებ, თქვენსკენ მოიძებნება გუნდი, რომელიც ამას შეძლებს.
დაზუსტებისათვის გიგზავნით ბატონ იოსებ ჟორდანიას (ცნობილი ეთ-ნომუსიკოლოგი, მოღვაწეობს მელბურნში) მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს ამის თაობაზე. „მარინა, გიგზავნით რეჯების წერილს, იმისათვის რომ ეს ტექსტი და მუსიკა მიაწოდო გურიაში გაზეთის რედაქტორს, იქნებ მან მოძებნოს ვინმე შერეული გუნდი, რომელიც შეძლებს ნაწარმოების შესრულებას. იოსებ ჟორდანია.“
წერილს ახლავს განმარტება:
„ჰიმნი „იქნება“ დაიწერა 1918 წლის მაისის ბოლო დღეებში და გამოქვეყნდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრებაში.~. ავტორი იყო პოეტი და მწერალი ალექასანდრე აბაშელი, რომელიც ცნობილია, როგორც პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის რომანის ავტორი.
მუსიკა შეიქმნა კონკრეტულად 1918 წლის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისათვის, 96 წლის რეჯებ ჟორდანიას მიერ. რეჯები ნოე რამიშვილის ვაჟიშვილია, რომელიც გახლდათ დამოუკიდებელი საქართვე-ლოს პირველი პრეზიდენტი მისი არსებობის მცირე ხნის განმავლობაში.
ჰიმნი „იქნება“ განკუთვნილია ყველა ქართული საგუნდო ჯგუფისათვის. ჩვენ ჰიმნის ორ ვარიანტს გთავაზობთ: საკმაოდ კომპლექსური, პროფესიული და ნახევრად პროფესიული ჯგუფისათვის და სამოყვარულო ქორელისათვის (საგუნდო). მარტივი, რომელიც ადაპტირებული იყო ცნობილი ეთნომუ-სიკოლოგი ჟოზეფ ჟორდანიას მიერ.“
ბოლო წლებში მუსიკალურ კონკ-ურებსა და ფესტივალებზე წარმატებით გამოდის გრ. კილაძის სახელობის ოზურგეთის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა გუნდი, რომელსაც ნათია (ფოტინე) გორდელაძე ხელმძღვანელობს. შარშან ქ. თბილისში, რესპუბლიკურ ფესტივალზე მის მიერ მომზადებულმა გუნდმა საეკლესიო საგალობლების შესრულებისთვის ოქროს, ხოლო კლასიკური ნაწარმოებების შესრულებისთვის ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ წელსაც. ამან განაპირობა, არჩევანის მასზე შეჩერება.
ნათია გორდელაძის გუნდი, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისათვის რეჯებ ჟორდანიას ჰიმნს შეასრულებს.