ოზურგეთის საკრებულომ საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის განხილვა დაიწყო.

დამატებულია: 2018-05-22
picture1

პირველი განხილვა 21 მაისს დემოკრატიულო ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი, საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

_მივესალმები ეთიკის კოდექსის შექმნას. ეს იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენ ხალხის მიერ არჩეულო ადამიანები ვართ და პატივი უნდა ვცეთ ეთიკის კოდექსს _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.

ფრაქცია ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვოლმა კოდექსის სტრუქტურაზე, ძირითად დებულებებსა და კოდექსის დარღვევის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებზე ისაუბრა

შეხვედრისას ბევრი კითხვა და საკამათო საკითხი წამოიჭრა, ამიტომ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა NDI - ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში შედგა.

ავტორი: მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.