გურიის გუბერნატორის პირველ მოადგილედ აკაკი შენგელია დაინიშნა

დამატებულია: 2019-02-26
picture1

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას პირველ მოადგილედ აკაკი შენგელია დაინიშნა.

აკაკი შენგელია წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლო დროს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარა-გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.