ოზურგეთში შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

დამატებულია: 2019-05-19
picture1

ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის ქალაქ ოზურგეთის #3 საარჩევნო ოლქში, რომელიც 5 საარჩევნო უბანს მოიცავს, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

დღის 14 საათისათვის ქ. ოზურგეთის #3 საარჩევნო უბანში ხმა მისცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ დავით მდინარაძემ.

იგი საარჩევნო უბანში ოჯახის წევრებთან ერთად მოვიდა და ხმის მიცემის შემდეგ კომენტარი გააკეთა ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

_ განწყობა ნამდვილად პოზიტიურია, დარწმუნებული ვარ ოზურგეთელები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ქვეყანაში ვხედავ აღმშენებლობის გზას და ასევე ოზურგეთში ხალხისთვის სასარგებლო ბევრი პროექტები განხორციელდება, მე ამის იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ მომავალი ჩვენს ქვეყანას საკმაოდ წარმატებული ექნება. ჩვენ, ოზურგეთის საკეთილდღეოდ ერთად გავიმარჯვებთ_განაცხადა დავით მდინარაძემ.

დღის 3 საათისათვის საარჩევნო უბნებში 1613 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც მათი საერთო რიცხვის 31,7 პროცენტია.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.