გამოხატვის თავისუფლების როგორი სტანდარტებია საქართველოში

დამატებულია: 2019-06-03
picture1

შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან ოზურგეთში

გასულ ხუთშაბათს ოზურგეთში საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფებოდა. იგი ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის თემა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და სახალხო დამცველის კომპენტენციაში მყოფი სხვა თემების გაცნობა იყო. ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის მაღალ მაჩვენებელზე, შშმ პირების მდგომარეობაზე, სკოლის ასაკის ბავშვების სეზონურ შრომით მიგრაციაზე მეზობელ სახელმწიფოში, ეკოლოგიის საკითხებზე. სახალხო დამცველმა არაერთ კითხვას გასცა პასუხი.

გამოხატვის თავისუფლ-ების თემით დაინტერესდა ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ჯუმბერ დუნდუა, რომელმაც ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში ამ ბოლო დროს ბილწსიტყვაობის მოჭარბებაზე დასვა კითხვა..

ნინო ლომჯარია: -ეს პირველ რიგში მედიაეთიკის თემაა, რაც არის თვითრეგ-ულირების დარგის საკითხი. ჩვენთან არის გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტები. ვერავინ ვერავის ეტყვის, როგორ გამოხატოს თავისი თავი, როგორი ფორმით თქვას. რა თქმა უნდა, არსებობს მკაცრი სტანდარტები სახელმწიფო ორგანოებისთვის და იქ დასაქმებული პირებისთვის, რაც სახელმწიფო სამსახურის კოდექსით და ეთიკის სტანდარტებით რეგულირდება. მაგალითად, საჯარო მოხელემ არ შეიძლება გამოიყენოს სიძულვილის შემცველი ენა ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მრწამსის ან პოლიტიკური შეხედულების ადამიანების მიმართ. ეს შიდა სტანდარტებით რეგულირდება, მა-გრამ, როცა ტელევიზიაში არასაჯარო, საჯარო პირი ან თანამდებობის პირი გამოხატავს რაიმეს მიუღებელი ფორმით, მათ შორის ჩვენთვის იყოს აღმაშფოთებელი და შეურაცმყოფელელიც კი, ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენი კონსტიტუციით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით იცავს ჩვენი კანონმდებლობა. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, ადამიანის გამოხატვის ფორმა, თუკი ის არ გადადის მუქარაში,ისეთ მუქარაში, რაც რეალურად საფრთხეს წარმოადგენს, ახალისებს დისკრიმინაციას და ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ რომელიღაც ჯგუფი დაექვემდებაროს რეალურ ჩაგვრას ან ძალადობას. დანარჩენ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება, პირველ რიგში, იცავს იმ აზრს, რაც სხვებისთვის არის მიუღებელი. ის აზრი, რაც მისაღებია, ისედაც დაცულია.

რაც ჩვენთვის მიუღებელია, იმას ხომ არ ვკითხუ-ლობთ. ბევრი რამ არ მომწონს..

ჯუმბერ დუნდუა: -სახალხო დამცველმა უნდა გამოასწოროს, რაც ხალხისთვის მიუღებელია, ჩემი აზრით, ისეთი გამონათქვამები, რაც „რუსთავი-2“-ზეა, იქ არის მუქარის შემცველიც..

ეკა რცხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე: _მუქარა, როდესაც თქვენ ამბობთ, როცა მუქარის შემცველია, ჰყავს კონკრეტული ადრესატი. ის უნდა გრძნობდეს რეალურ საფრთხეს ამ მუქარის გამო. უნდა იყოს რეალური აღთქმა და სახალხო დამცველი ვერ შეაფასებს კონკრეტული ბილწსიტყაობა იქნება თუ ნებისმიერი გამოხატვის ფორმა. სახალხო დამცველი არის არა საგამოძიებო, არამედ თანასწორობის ორგანო, რომელიც უყურებს კონკრეტული პირის, მათ შორის საჯარო პირების გამონათაქვამებს, ახალისებენ თუ არა ისინი დისკრიმინაციას. დისკრიმინაციის წამახალისებლად რომ მივიჩნიოთ კონკრეტული გამონათქვამი, მკაცრი კატეგორიია, მათ შორის საერთაშორისო, მაგრამ ერთია ამ ადამიანას უნდა ჰქონდეს წვდომა საზოგადოებაზე და მეორე _მის მიერ გამოთქმული მოსაზრება უნდა იყოს წამქეზებელი კონკრეტული ჯგუფის...

ჯუმბერ დუნდუა: _როგორ, მათ არ აქვთ მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობიდან, როცა მათი ლიდერები ამას აკეთებენ?

ეკა რცხილაძე: _კონკრეტული მაგალითი გვითხარით..

ჯუმბერ დუნდუა: _ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც იქ ამბობენ... ეკა რცხილაძე: _შეურაცმყოფელი სიტყვები შეიძლება გამო-იყენონ, მაგრამ შეიძლება ის არ იყოს დისკრიმინაციის წამახალისებელი, რომელზეც რეაგირებას სახალხო დამცველის მანდატი ითვალისწინებს. დარბაზიდან:_ როცა საინფორმაციო საშუალების ლიდერი ბილწსიტყვაობს, ეს დისკრიმინაცია არ არის?

ნინო ლომჯარია _საინფორმაციო საშუალება ეს კერძო ტელეკომპანიაა. თუ ნიკა გვარამია გაათავისუფლებს ჟურნალისტს სამსახურიდან, ვთქვათ მან კარგი პოსტი დაწერა „ქართულ ოცნებაზე“, თუ ჟურნალისტის პოლიტიკური შეხედ-ულება განსხვავდება ნიკა გვარამიას შეხედულებისაგან და ამის გამო დაჩაგრავს თანამშრომელს და გაათავისუფლებს სამსახურიდან,ამას ჩვენ შევისწავლით და ეს იქნება ჩვენი მანდატი, მაგრამ თუ გვარამია ვინმეს შეაგინებს, ეს არ არის სახალხო დამცველის მანდატი. ამისთვის მოქალაქემ შიდა ეთიკის კომისიას ან საბჭოს უნდა მიმართოს, რომელიც სწავლობს ამ საკითხს. ჩვენთან არაა ცენზურა, ეს ბედნიერებაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. შეიძლება საბჭოთა კავშირში არ იგინებოდნენ, მაგრამ გინების ტოლფასი იყო თავისუფალი აზრის გამოხატვა ტელევიზიის მეშვეობით. მინდა ახალგაზრდებმა ამ თემას სხვა თვალით შეხედონ, რადგან ჩვენ გვაქვს გამოხატვის ძალიან მაღალი სტანდარტი, თუმცა მეც არაერთხელ ვყოფილვარ უკიდურესად არაეთიკური გამონათქვამების ობიექტი, ჩემს შესახებ არაერთი ცუდი დაწერილა, მუქარის ობიექტი გავმხდარვარ, მაგრამ არ მიფიქრია ამის გამო ვიღაცა უნდა დასჯილიყო ან აეკრძალათ ჩემს მისამართით ცუდი სიტყვების გამოყენება. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანის კულტურის ნაწილი. იმიტომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დისკომფორტი იყო. ის, რომ რა სიტყვის გამოყენებაა თქვენთვის მისაღები და რა სიტყვის არა, ვფიქრობ იგი უნდა იყოს ადამიანების კულტურის ნაწილი.

ქეთევან ხიდაშელი, „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“: _ მე ძალიან გავღიზიანდი როცა კვირიკაშვილმა პარლამენტში ბილწსიტყვაობა დაიწყო და მას ჰყავდა კონკ-რეტული ადრესატი. ეს უნდა წახალისდეს? იყო საჭირო ეს ბილწსიტყვაობა?

მარინა ჩიხლაძე, ჟურნალისტი: კვირიკაშვილის მხრიდან ეს იყო ერთადერთი ფაქტი და ათასჯერ დაგმეს.

ნინო ლოჯარია: _ როგორ გახსოვთ, სახალხო დამცველმა თქვა რამე როცა პრემიერმა შეიგინა?

ქეთევან ხიდაშელი: _ არ მახსოვს

ეკა რცხილაძე: _ იმიტომ, რომ სახალხო დამცველი ამას არ განს-აზღვრავს, იმის მიხედვით თუ ვინ ამბობს ამას. განსაზღვრავს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მას აქვს. წარმოგიდგენიათ სახალხო დამცველმა ყველა ასეთ შემთხვე-ვაზე რეაგირება რომ მოახდინოს. დარბაზიდან: სიტყვა უნდა გასამართლდეს.

ქეთევან ხიდაშელი: _ როცა რაღაც არ მოგვწონს, შეგვიძლია სხვაგან გადავრთოთ _თუმცა ბილწსიტყვაობა ადამიანურად მიუღებელია.

ნინო ლომჯარია: _ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამები მიუღებელია, მაგრამ ესეც გამოხატვის თავისუფლებაა, ვიდრე ვინმეს არ დაემუქრება. თუ ეს გამოხატვა არ ცდება მშვიდობიან ფარგლებს, არ გადადის ძალადობაში, მათ უფლება აქვთ სწამდეს სტალინის ან თუნდაც ჰიტლერის...

სახალხო დამცველი სოფელ ლიხაურში ადგილობრივებს შეხვდა. აქ ძირითადად გურიის მდინარეების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.