ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მობილობის პროცესი გრძელდება

დამატებულია: 2019-11-29
picture1

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიაში სოციალური სამსახურის უფროსის შტატის გაუქმების წინააღმდეგი იყვნენ

გასულ პარას-კევს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხ-დომაზე „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამ-დებობის პირთა და სხვა მოს-ამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მერიის მიერ წა-რმოდგენილი პროექტი განიხილეს.

პროექტი მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ წარმოადგინა.

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში „საჯარო სამსახურის შესახებ, საქარ-თველოს კანონის თანახმად, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძ-ველზე ხორციელდება მობილ-ობის პროცესი. შეიცვალა ოზურგეთის მუნიციპალი-ტეტის მერიის ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობა. ადგილი ჰქონდა შტატების გად-აადგილებას.

ამჟამად ჩვენი პროექტით მერია წარმოდგენილია ოთხი პოლიტიკური თანამდებობის პირით, 9 სამსახურითა და 30 განყოფილებით. სულ დასაქმებულია 134 თანამდებობის პირი. ამის გარდა, ქ. ოზურ-გეთში, დაბებსა და სოფლებში არის მერის 80 წარმომადგენელი და თანაშემწე, შრო-მითი ხელშეკრულებით დასაქ-მებულია 20 პირი.

რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახური, რომელიც განყოფილებად ჩამ-ოყალიბდა და შერწყმის შედ-ეგად იქნება განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ, ჯანდაცვისა და სოც-იალურ საკითხთა სამსახური.

რეორგანიზაციის შედეგად არ იგეგმება არანაირი შტა-ტების შემცირება ან რანგების ცვლილება. ასევე საშტატო ნუსხას ემატება 5 საშტატო ერთეული, შეიქმნება ზედამ-ხედველობის სამსახური ეს ისეა განსაზღვრული, რომ ეფექტური მუშაობა გარანტირებული იყოს, - განმარტა ლაშა თავაძემ.

საკრებულოს ბიუროს სხდომისაგან განსხვავებით , ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საკითხის გარშ-ემო პოლემიკა არ გაუმა-რთავთ. მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძ-რაობის“ წარმომადგენლები აქტიურობდნენ.

_ ვისაც რაიმე პრობლემა აქვს, მერიაში სოციალურ სამსახურს მიმართავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე შრომატ-ევადი დატვირთული სამსახურია მუნიციპალიტეტის მერ-იაში. რამ განაპირობა ამ სამსახურის შერწყმა სხვა სამსახურთან? _ დასვა კით-ხვა სოფელ ჭანიეთის მაჟორი-ტარმა დეპუტატმა დავით მჟავანაძემ.

_ გარდა მედიკამენტების პროგრამისა, ყველა კორესპონდენცია განსაზღვრულ ვა-დებშია განხილული. მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს არ ჰყავდა უფრო-სი, ეს სამსახური უფრო ეფექტურად და სწრაფად მუშა-ობს, _უპასუხა მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ.

_სერვისს რომ ვერ გავა-უმჯობესებთ, ამაში ვერ დაგე-თანხმებით.. ხალხი დღის განმავლობაში რიგებში იდგეს? _ შეეპასუხა ირაკლი სირაძეს დავით მჟავანაძე.

_. ვფიქრობ, ეს სამსახური ცალკე უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ეს შერწყმით იქნება. ჩვენთვის არაა ეს დამაჯერებელი არგუმენტები, ჩვენი ფრაქცია ამ თემას მხარს არ დაუჭერს _განაცხადა ასევე ფრაქცია „ნაციონალების“ წარმომადგენელმა, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ.

_ჩვენ შენიშვნები გვქონდა ამ პროექტის მიმართ. მადლობა ლაშა, ამჯერად თქვენ ამომწურავი პასუხი გაეცით, რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ამ მობილობის პროცესს.

რეფორმას ჩვენ მივესალმებით, რომელიც ხშირად ვიღაცის ინტერესს აზიანებს, მაგრამ მე დღეს კმაყოფილი ვარ თქვენი პასუხებით. მერიამ მომდევნო წლის ბოლოს უნდა მოგვცეს 2019 და 2020 წლის მაჩვენებლები, რომელიც გვაჩვენებს რა შედეგი მოგვცა ამ რეფორმამ. _განაცხადა ინფრასტრუქტურისა და სივრცით-დაგეგმარებიის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ.

წინა დღით, საკრებულოს ბიუ-როს სხდომაზე უფრო კრიტიკული გახლდათ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე.

__ როცა სოციალური სამსახურის უფროსი გათავისუფლდა აღნი-შნული თანამდებობიდან, მან მიმართა სასამართლოს. თუ სასამართლომ ის აღადგინა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა რეორგიზაციის მიხედვით, ეს სამსახური უკვე გაუქმებული იქნება და კულტურის სამსახურთან იქნება გაერთიანებული? _დაუსვა მან კითხვა ლაშა თავაძეს. ლაშა თავაძემ უპასუხა, რომ თუ დუმბაძე სასამართლო პროცესს მოიგებს, მაშინ მერია ვალდებული იქნება მას ტოლფასი თანამდებობა შესთავაზოს. სხდომაზე კი გორდელ-აძემ მოუწოდა მერიას, რომ წავიდეს მუშაობა ისე, მოსახლეობა არ დაზარალდეს.

გადაწყვეტილების მისაღებად კენჭისყრაში 31 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. წინააღმდეგ ხმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძემ მისცეს. საკრებულოს სხდომამ ასევე მუნიციპალიტეტის მერიის და 7 სამსახურის დებულებები დაამტკიცა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.