სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ მეწარმეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

დამატებულია: 2020-01-14
picture1

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიის რეგიონის ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებსა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეცნო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების, მათ შორის ქალი მეწარმეების საქმიანობას, მათი წარმატების ფაქტორებსა და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქალთა გაძლიერებასა და ბიზნეს საქმიანობაში მათი ჩართულობის მნიშვნელობასა და მათი წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე.

¬„როგორც ყველა რეგიონული ვიზიტის შემთხვევაში, გურიაშიც ჩემი მთავარი ინტერესის საგანი, რეგიონის განვითარებაა. შევხვდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან, განსაკუთრებით ქალები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ენერგია, შემართება და წარმატებული შედეგებია ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით. მე ძალიან გამხნევებული და იმედიანი ვარ ამით,“ ¬ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.