მთისპირელები „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“ მიერ გადაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ.

დამატებულია: 2020-01-28
picture1

მთისპირელები „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“ მიერ მდინარე ბახვისწყალზე, ციხისუბანის კარიერზე მისასვლელი ხიდის გადაკეტვას აპროტესტებენ.

ფრანგულმა კომპანიამ „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“, ბერძნული კომპანია „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანიისაგან“ შეისყიდა საწარმო ,2018 წლის თებერვალში მდინარე ბახვისწყალზე ერთადერთი ხიდი ბეტონის კუბიკებით გადაკეტა, რომელიც სოფელ მთისპირს ციხისუბანთან აკავშირებს, ხოლო გასული წლის ბოლოს დაცვის სამსახური დააყენა -ამის შესახებ მთისპირელებმა გუშინ, სოფლის მოსახლეობის კრებაზე განაცხადეს, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებებს განიხილავდნენ.

როგორც მთისპირელმა ამირან კვარაცხელიამ განაცხადა, 20 წელი არაფერი გაუკეთებია ბერძნულ კომპანიას, უმძიმეს მდგომარეობაში მოაქცია კარიერი, სალიცენზიო ვადა რომ გავიდა, ახლა კი ფრანგულმა კომპანიამ ხიდი ჩაკეტა და ქართულ კომპანიას საშუალებას არ აძლევს, ციხისფერდის კარიერზე თიხა მოიპოვოს. მთისპირელები მოვითხოვთ გადაწყდეს ხიდის საკითხი.

_როდის იყო ხიდი იყიდებოდა. ყველაფერი გაყიდა ბერძნულმა კომპანიამ, მათ შორის ახალი „ბელაზები“ ჯართში ჩააბარეს. ახლა „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“ დაცვის სამსახური არ ატარებს ავტომანქანებს ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებულია და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ _თქვა ომარ მახარაძემ.

_თუ საქმეს დასჭირდა, მე თვენს გვერდით ვარ, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. ბერძნულმა კომპანიამ მსოფლიო ბაზარს საუკეთესო ხარისხის, უნიკალური ქათული თიხა ჩამოაშორა. ახლა უნდა დაინახონ, რა არის ხალხის ძალა.

ჩვენ ყველა მუნიციპალური გზა დავარეგისტრირეთ. მსოფლიო პრაქტიკაში არ მინახავს სახელმწიფო გზაზე კერძო ხიდი არსებობდეს _განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

კრების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ ლადო ჩავლეშვილსა და ოზურგეთის მერის წარმომადგენელ მაია ჩავლეშვილთან ერთად მდინარე ბახვის წყალზე ხიდზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

მდინარე ბახვისწყალზე გამავალ ხიდზე შპს დაცვის სამსახურის „ვიქტორია სექურს“ ჯიხური დგას, სადაც მერის ავტომანქანას სპორტულ ფორმაში დაცვის სამსახურის თანამშრომელი გადაუდგა. _როგორ მივხდე, რომ თქვენ დაცვის სამსახურის თანამშრომელი ხართ _მიმართა მას ოზურგეთის მერმა.

სავარაუდოდ დაცვის თანამშრომელი სასწრაფოდ „ვიქტორია სექურს“ უფროსს გრიგოლ ჭანუყვაძეს დაუკავშირდა, თუმცა შემდეგ მერის მანქანის ხიდზე გადაადგილების გამო პროტესტი არ გამოუთქვამს.

http://alion.ge/?view=article&id=1241

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.