მელექედურელები მდინარე ნატანებზე კარიერის მუშაობას აპროტესტებენ

დამატებულია: 2020-03-16
picture1

გურიის რეგიონის არაერთი სოფელი აპროტესტებს მდინარეების კალაპოტებში ინერტული მასალების ბარბაროსულად მოპოვებას. აქციები იმართებოდა და იმართება მდინარეების სუფსა, ნატანები, ბჟუჟი, აჭისწყალი, ბახვისწყალი და ა.შ. ხეობებში.

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა მდინარე ნატანების აუზში ქვა-ღორღის მოპოვების გამო. მელექედურელები შპს „პლატინას“ედავებოდნენ, რომელსაც ხელშეკრულება აქვს დადებული ინდ მეწარმე სიკო მეხუზლასთან.

გაზეთი „ალიონი“ამ თემაზე გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაციის „ეკო“ თავმჯდომარეს ირმა გორდელაძეს ესაუბრა:

_ „მდ.ნატანებზე,სოფ.მელექედურში წლებია ინტენსიურად მიდის წიაღის მოპოვება. .დაღრმავდა მდინარის კალაპოტი,დაზიანდა და გაქრა მიწისწვეშა წყლები,განადგურდა სანაპირო ზოლი,დაინგრა გზები. წიაღის ეროვნული სააგენტო კვლავ აგრძელებს ლიცენზიების გადაწერებს,იდება ხელშეკრულებები და მოსახლეობას არც კი ეკითხებიან ისე ხდება კარიერების გახსნა.

და ამოხეთქა მოსახლეობის მოთმინებამ. კვლავ გამოვიდა ეს ხალხი,გამოძახებული იქნა აჭარა-გურიის სწრაფი რეაგირების ინსპექტირები,ელოდებიდნენ მათ დასკვნებს.ორი დღის შემდეგ,ისევ გაგრძელდა სამუშაოები.დღეს კვლავ გამოვიდა მოსახლეობა და ითხოვს სამუშაოების შეწყვეტას.

ინდმეწარმე სიკო მეხუზლას ლიცენზიით ქვა-ღორღს იპოვებს შ.პ.ს.„პლატინა“,რომელსაც ხელშეკრულება აქვს მეხუზლასთან გაფორმებული. წიაღის ეროვნული სააგენტო ყველაფერზე მიდის, არ ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის აზრს, ..არადა,ეს კანონდარღვევაა ქართული კანონმდებლობით“.

როგორც ირმა გორდელაძემ გვითხრა, მელექედურელები საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.