ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს

დამატებულია: 2020-03-30
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი მშრალი პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს.

_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2650 აღსაზრდელის ოჯახს უნდა გადავცეთ მათთვის კუთვნილი პროდუქტები: ზეთი, შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი, მაკარონი, ვერმიშელი.

დღესითვის თითქმის დავასრულეთ ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე მოქმედ 8 საბავშვო ბაღის აღსაზდელების მშობლებისათვის არამალფუჭებადი საკვების გადაცემა. ქ. ოზურგეთის ბაღებში კი 1000-ზე მეტი აღსაზრდელი გვყავს.საკვები პროდუქტების გადაცემა ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით. ამისათვის კი, ჩვენ ჯგუფების მიხედვით, სხვადასხვა დროს გავცემთ საკვებ პროდუქტებს.

მშრალი საკვები პროდუქტების გაცემა სოფლის საბავშვო ბაღებშიც ეტაპობრივად განხორციელდება. ოზურგეთის ბაღების გაერთიანებამ უკვე შეიტანა საკვები პროდუქტები ჯუმათის, ბაილეთის, სილაურის, შემოქმედის, ვაკიჯვრის, ცხემლისხიდის, ბოხვაურის,სოფ. ოზურგეთის, დაბა ნასაკირალის საბავშვო ბაღებში.

კიდევ გიმეორებთ, ეს პროცესი საგანგებო სიტუაციის წესების სრული დაცვით ხორციელდება და მას უახლოეს დღეებში დავასრულებთ _ გვითხრა ა (ა) იპ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის უფროსმა მაკა ჭყონიამ.

რაც შეეხება, აღნიშნული ქმედების განმეორების საკითხს, მაკა ჭყონიამ გვიპასუხა, რომ ისინი იმოქმედებენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიხედვით და მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად გადაწყვეტილებასაც აღნიშნულის შესაბამისად მიიღებენ.

ავტორი: გაზეთი ალიონი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.