რა ძალამ დაუხურა პატარებს საავადმყოფოს კარი?

დამატებულია: 2013-03-17
picture1

დღეს ოზურგეთში მტკივნეული თემაა ბავშვთა სამედიცინო მომსახურების საკითხი. ეს თემა არაა დაკავშირებული ვინმეს არაპროფესიონალიზმთან. მას წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები უდევს საფუძვლად. ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, რასაც მშობლები პატარებთან ერთად განიცდიან, შევეცადეთ გაგვერკვია და ვეწვიეთ შპს ბავშვთა სამკურნალო ცენტრის~მთავარ ექიმს დავით მდინარაძეს. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს:_წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის~ წყალობით, ამდენი ხნის სტაჟის მქონე ბავშვთა საავადმყოფო უფუნქციოდ დარჩა. მას წაერთვა ის უფლებები, რომელსაც წლების მანძილზე პირნათლად ვასრულებდით. მოსახლეობაში გაჩნდა კითხვა _რამ გამოიწვია ეს და რატომ?_წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო სტრატეგია განხორციელდა ჯანდაცვის კუთხით, რასაც მოჰყვა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ ახალი საავადმყოფოების აშენება, რაც ერთი შეხედვით, ცუდი ნამდვილად არ იყო..._ვიცი თქვენ თავშეკავებული იქნებით. მაგრამ რამდენად სამართლიანია კონკრეტული კომპანიების ხელში, ერთდროულად იყოს მედიკამენტების წარმოება, საავადმყოფო, ამბულატორიული მომსახურება და დაზღვევა?_ახალი საავადმყოფოების აშენებას (ვიმეორებ, თავად ეს კარგი ფაქტი იყო) მოჰყვა სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი. ამას დაემატა ისიც, რომ ერთი ქოლგის ქვეშ იყო გაერთიანებული და ასოცირდებოდა სადაზღვევო კომპანიებთან ფარმავცეტული კომპანიები, რამაც შექმნა მონოპოლიები სამედიცინო ბაზარზე. ასეთ შემთხვევაში ძნელი იყო ფასების რეგულირება. ირღვევა ადამიანის უფლებები, ფაქტიურად ადამიანები დაუკითხავად, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გააერთიანეს სადაზღვევო კომპანია `ალფაში.~ე.ი. ადამიანებს არ ჰქონდა სადაზღვევო კომპანიების არჩევის უფლება. ასეთმა მონოპოლიურმა მიდგომებმა და სახელმწიფოს მხარდაჭერამ ამ მონოპოლიების მიმართ, მნიშვნელოვნად შეზღუდა სხვა საავადმყოფოების ფუნქციონირება. ეს გახდა სწორედ ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოს ფუნქციების შეზღუდვის მიზეზი._რა მოცულობის კონტიგენტს ემსახურებოდით, რა შეგეძლოთ გაგეკეთებინათ და როგორი იყო ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი?_ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფო ემსახურებოდა 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 25 000 ბავშვს. 1999 წლამდე სტატისტიკური გარდაცვალება წელიწადში იყო 18 ბავშვი. ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრმა 1999 წლიდან მოყოლებული ბავშვთა გარდაცვალება შეამცირა ნოლამდე. ეს ბავშთა სამკურნალო ცენტრის ერთიანი შრომის შედეგიმედალფას~კლინიკაში განყოფილების გადასვლის შემდეგ რა ფუნქცია შეინარჩუნეთ და რა ფუნქცია დაკარგეთ? რა მომსახურებას უწევთ პატარებს ადგილზე?მიუხედავად ამისა, ბავშვთა სამკურნალო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობით აგრძელებს მუშაობას. დღემდე 24-საათის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოთ ბავშვები თერაპიული პროფილით. ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის ახალი პროგრამა საყოველთაო დაზღვევას ითვალისწინებს. ამ პირობებში შესაძლებელია თუ არა ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრმა იფუნქციონიროს?საყოველთაო დაზღვევის პირობებში, ბავშვთა სამკურნალო ცენტრი უფრო დიდი ტემპით გააგრძელებს მუშაობას. ნამდვილად იქნება სასურველი ბავშვებმა სამედიცინო მომსახურება მიიღონ პროფილურ დაწესებულებაში. მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არსებობს ერთობლივი წერილი მოსახლეობიდან, სადაც ისინი ითხოვენ ბავშვთა მომსახურების აღდგენას.ესაუბრა ია სალიძე

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.