საგეოგრაფიო სახელი ოზურგეთი

დამატებულია: 2013-03-31
picture1

ოზურგეთის სახელწოდების წარმოშობის ზუსტი თარიღი ძნელი დასადგენია. წერილობით წყაროებში იგი მოხსენიებულია XVI საუკუნეში ბერი ეგნატაშვილის "ახალი ქართლის ცხოვრებაში : მაშინ გიორგი გურიელმა ჰყო ეგრეთ დაიჭირა დათულია (ოდიშის მაშინდელი მთავრის გიორგი დადიანის ბიძა) და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრა. ( ქართლის ცხოვრება, წიგნი II, 1959 წ. გვ. 562) ოზურგეთს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი: ამ წყალზედ შემოქმედს ქვეით არს ოზურგეთი სასახლე დიდშენი, კეთილპალატოვანი გურიელისა" (ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით თბ. 1941 წ. გვ. 179) ოზურგეთი, როგორც ციხე-სიმაგრე მოხსენიებული აქვს 1854 წელს კარლ-მარქსს თავის სტატიაში მდგომარეობა რუსეთ-ოსმალეთის საომარ მოქმედებათა ასპარეზზე : ერთდროულად სელიმ-ფაშას ჯარი წმინდა ნიკოლოზის სიმაგრიდან (შეკვეთილიდან) წაიწია წინ ოზურგეთისაკენ, საიდანაც რუსები ოსმალოებს ხშირად აწუხებდნენ და ემუქრებოდნენ კიდეც და აიძულა რუსები დაეცალა ეს ციხე-სიმაგრე. ამ გამარჯვებამ უზრუნველყო სელიმ-ფაშას კავშირი ყარსში მყოფ ოსმალთა მთავარ ძალებთან. (კ. მარქსი, ტ. 10 გვ. 287).ოზურგეთი აღწერილი აქვთ ქართველ თუ უცხოელ მოგზაურებს, რომლებიც გადმოგვცემენ მათი თვალით დანახულ გურიის ძველ დედაქალაქს. ოზურგეთის შესახებ ვცელ ინფორმაციას გვაწვდიან იტალიელი მისიონერები: აღმოსავლეთ მცოდნე დონ ქრისტიფორე დე კასტელი, Aანტონიო ჯარდინა, კლიმენტო გალიანო და სხვებიც, რომლებიც 1628-54 წლებში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ საქართველოში. აქედან 7 წელი ცხოვრობდნენ ოზურგეთში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კასტელის ჩანახატები საყურადღებო მინაწერებით. უნიკალურია ოზურგეთის ჩანახატი, გურიელების, მათი ოჯახის წევრებისა და სხვათა პორტრეტები. მათ პირველწყაროს მნიშვნელობა ენიჭება, რადგან XVII საუკუნის I ნახევრისათვის სხვა მასალები არ არის შემონახული. ოზურგეთის შესახებ საინტერესო ცნობები აქვს დაცული პრუსიის სამეფოს პრინცს ალბრეხტ ჰოჰენცოლერნს, რომელიც გურიაში მოგზაურობდა 1862 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე. მისი აღწერით:;ქალაქი მომაღლო ადგილზე მდებარეობდა. უფრო დაბლა, საიდანაც ქალაქში გზა შედიოდა, ბაზარი იყო. ბაზარში მრავალი წიფლის ხე იდგა, თვითონ ბაზარი ცალკე მდგომ რამდენიმე ხის სახლს წარმოადგენდა. ქალაქში მაღლობის ქიმზე (კონცხზე) ეკლესია იდგა. უცხოელი მოგზაურის სიტყვით ოზურგეთი 1862 წელს პატარა დასახლება უფრო იყო, ვიდრე ქალაქი. თუმცა იგი 1846 წლიდან ქალაქად იყო გამოცხადებული. ;ოზურგეთი ფაქტიურად ქალაქი არცკია, კაზინო კი აქვსო, უკვირს უცხოელს. კაზინოს შენობა მეორე ყოფილა სამაზრო სამართველოს შენობის შემდეგ. კაზინო კი იყო ცენტრი მთელი გურიისა მისი წარჩინებული საზოგადოებისა (ქველი ჩხატარაიშვილი "გურია უცხოელის თვალით , 1986 წ.)833 წელს გურიაში იმოგზაურა შვეიცარიელმა მოგზაურმა და სიძველეთა მკლევარმა დიუბუა დე მომპერემ, რომელმაც პირველად მოიხილა ჩოხატაური და შემდეგ ოზურგეთი. საინტერესოა მისი ჩანახატები ოზურგეთის შესახებ.1895 წელს გურიაში მყოფი ინგლისელი ქართველოლოგი მარჯორი უორდროპი ოზურგეთის შესახებ წერდა:გურიის დედაქალაქი ოზურგეთი_იგი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენს ლიტერატურისადმი. აქვს თავისი სტამბა და მრავალ წიგნს აქვეყნებენ.1873 წელს გურიაში იმოგზაურა გამოჩენილმა ქართველმა ისტორიკოსმა და არქეოლოგმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელმაც შეისწავლა და გამოიკვლია ისტორიული ძეგლები. ოზურგეთის შესახებ კი წერდა: ოზურგეთი გურიის მთავართა საზამთრო რეზიდენცია იყო. მათი ყოფილი სასახლე ახლა ლაზარეთს უჭირავს, ოზურგეთის შენობებიდან ყურადღების ღირსია თავადი დიმიტრი ქაიხოსროსძე გურიელის ორსართულიანი სახლი, რომელიც ამ ბოლო დროს აუგიათ ევროპულ-თურქულ ყაიდაზე (დ. ბაქრაძე არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, 1987 წ. გვ. 15)ოზურგეთს შემდეგნაირად იხსენებს საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნინო ნაკაშიძე: მე გავიზარდე ქალაქ ოზურგეთში. ჩემი ბავშვობა და სკოლის წლები აქ გავატარე და ვფიქრობდი, რომ ოზურგეთზე უკეთესი და ულამაზესი ქალაქი ქვეყანაზე არსად არ იყო. ოზურგეთი სამაგალითო ქალაქათ მიმაჩნდა. როდესაც სამსართულიანი სუროთი შეფოთლილ ძველი ციხის გვერდზე, ქალაქის დაღმართზე ჩავირბენდით, ამ ციხეში ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის ორი რუსის სალდათი თავისი ოჯახით ბინადრობდა და ხალხს ეშინოდა მათი. ჩვენ ბავშვებიც არ ვეკარებოდით ციხეს. მხოლოდ ვიცოდით, რომ ეს ციხე ძველად გურიის მთავრის, გურიელის სასახლე იყო და გურიელი ამ ციხიდან გადასცქეროდა თავის ქალაქს_ ოზურგეთს. სადღა არიან გურიელები. ყველანი დაიხოცნენ. " (ო. ი. მ. საქმე #531, გვ. 111-112 ძველი გურიიის დედაქალაქი ოზურგეთი აღწერილი აქვს მკლევარს, ეთნოგრაფსა და საზოგადო მოღვაწეს თედო სახოკიას თავის მოგზაურობა -ში: აჰა, ესეც კოპწია გურიის დედაქალაქიცა! ადამიანის ყურადღებას იპყრობს თავდაპირველად ის უხვი სამოსელი რომელშიაც გახვეულია ოზურგეთი. ასე ბრძანეთ შეცდომით ტყეში შევედით, სადაც შეცდომითვე სახლებია აშენებულიო. საშუალო ტანის მწვანე ქუჩებს აქეთ-იქეთ მხარეზე ჩარიგებული აქვს სხვადასხვა სიდიდის ხეები, ზოგი ადამიანის ხელითაა დარგული, ზოგიც თავისით ამოსული" (თ. სახოკია მოგზაურობანი, 1985 წ. გვ 27 თუ საიდან წარმოსდგება ოზურგეთი და რა შინაარსი დევს ამ სიტყვაში, მკლევარები დიდიხანია დაინტერესდნენ, მაგრამ მისი საიდუმლოების შეცნობა გაძნელდა ზოგი მას სპარსულ სიტყვად მიიჩნევს სხვა ზანურად (ჭანურ-ლაზურად) ხალხში უფრო ოსმალური წარმომავლობის აზრია გავრცელებული. (იური სიხარულიძე სახელწოდება ოზურგეთის შესახებ გამოთქმულია მრავალი მოსაზრება ნ. მარის, ი. აბულაძის, მ. ჯანაშვილის, თ. სახოკიას, გ. ლომთათიძის, ი. სიხარულიძის, ზ. ჭუმბურიძის, ს. ჯიქიას, გ. დარჩიას, გ. ბედოშვილის, მ. თავდიშვილის, კ. ხარაძის და სხვების მიერ. ოზურგეთის თურქულიდან წარმომავლობას წერილობით არავინ შეხებია, თურქოლოგ სერგი ჯიქია და პროფესორ ოთარ გიგინეიშვილის აზრით, ოზურგეთი ჩამოგავს თურქულ სიტყვას ოზურგით, რომლის შინაარსი ყოფილა მოიხადე ბოდიში და წადი. ოზურგეთის სახელწოდებას პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე შემდეგნაირად ხსნის, რომ იგი ნაწარმოებია ო პრეფიქსითა და ეთ სუფიქსით ზურგ სიტყვისაგან, რაც კოლხურად მთის ზურგს , გორაკს , ბორცვს ნიშნავს, კოლხურია ო პრეფიქსი, რაც ქართულში სას შეესაბამება და იგი დანიშნულებას გამოხატავს და ამდენად ოზურგეთი იგივეა, რაც საბორცვეთი. კობა ხარაძე იზიარებს ამ მოსაზრებას და განავრცობს: ჩვენც მიგვაჩნია, რომ ოზურგეთი ნაწარმოებია ქართულში საკმაოდ გავრცელებული ო-ეთ პრეფიქს-სუფიქსისაგან ო პრეფიქსით უამრავი გეოგრაფიული სახელწოდებაა ნაწარმოები დასავლეთ საქართველოში, რომლის იდენტურია მთელ საქართველოში სა პრეფიქსით ნაწარმოებით სახელები, ეთ სუფიქსი კი ქართულ გეოგრაფიულ სახელებში საკმაოდ გავრცელებულია. ტერმინი ზურგი შეიძლება ნიშნავდეს, როგორც მთის, ბორცვის, ისევ ორი მდინარის ხერთვისს ასე თუ ისე სახელწოდება ო-ზურგ-ეთ-ი ქართული წარმოშობისაა და საზურგეთს ნიშნავს. (სრულიად საქართველოს გაზეთი რაეო, #10, 2010 წელი) მოსე ჯანაშვილი და თედო სახოკია ოზურგეთს ზანური (მეგრულ-ჭანური) წარმოშობის სიტყვად მიიჩნევდნენ და ასე განმარტავდნენ საზურგეთი. ცნობილია, რომ ქართულ სა თავსართს მეგრულში ო-შეესაბამება, მაგ. სასიმინდე მეგრულად არის "ოსიმინდე", საბუდე, საბუდარი - ობუდე , საწვეთო , ოჭვათო და სხვა პროფესორი იუსტინე აბულაძე ამ საკითხისადმი მიძღვნილ საგანგებო ნაშრომში, რომელიც 1939 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების 10 ტომში დაიბეჭდა (გვ. 279-281) უარყოფს მ. ჯანაშვილისა და თედო სახოკიასებურ ახსნას და ოზურგეთს ასე განმარტავს: ცეცხლის სახლი. მისი აზრით, სიტყვის პირველი ნაწილი "ოზურ" არის არაბიზირებული. სპარსული სიტყვაა "ააზურ" რომელშიც დახურული "ა" გამოითქმის, როგორც "ო" და ნიშნავს "ცეცხლს", ხოლო მეორე ნაწილი სპარსულივე ქედ ანუ "ქედე" აღნიშნავს სახლს, ასეთიაო, წერს იგი სპარსულივე ათაშქედ, ქართულად ცეცხლის სახლი, მეიქედ - ღვინის სახლი , სამიკიტნო და სხვა. მეცნიერის ვარაუდით, უძველეს ხანაში ცეცხლთაყვანისმცემლობის დროს, ოზურგეთი უნდა ყოფილიყო საკერპო ადგილი, სადაც ღვთაებად მიჩნეული ცეცხლი ენთო, აქედან წარმოდგა მისი სახელიო. ამგვარივე წარმოშობის ტოპონიმად თვლის იგი მცხეთასთან ახლო მდებარე ბაბოთსა და ბაგინეთს თენგიზ კუნჭულია წიგნში ქალაქი და ტრადიციები, აღნიშნავს, რომ ოზურგეთი, როგორც გეოგრაფიული ადგილის სახელწოდება, გამომდინარეობს მისი რელიეფური მდებარეობიდან და იგი ნიშნავს ორ ზურგ შორის მდებარე ტერიტორიას. ჩრდილოეთით ასეთი ზურგი არის მოიდანახე, მხოლო სამხრეთით კი სერის გორააკები, რაც შემდეგ ოზურგეთათ ჩამოყალიბდა" (თ. კუნჭულია ქალაქი და ტრადიციები, ოზურგეთი, 1999 წ. გვ. 2 ამ მოსაზრებას ამტკიცებს თედო სახოკია: ოზურგეთს მთაგორიანი მდებარეობა აქვს, აქ ისეთ წერტილს ვერ ნახავთ, რომ იქედან შეიძლებოდეს ქალაქს მიმოავლო თვალი. სამხრეთ დასავლეთით მოსჩანს აჭარა-გურიის მთა, მდიდარი ტყეებით შემოსილი, ჩრდილოეთით კავკასიის ქედი. დასავლეთიდან აღმოსავლე- სამხრეთისაკენ მთაგორები იწყება, აჭარის მთებამდე. ამბობენ, ოსმალოს ჯარი ძველ დროში ოზურგეთამდე თუ მოატანდა, ამას იქეთ კი სიარული აღარ შეეძლო, რადგან გურულებს ამ ადგილას ზურგი ყოველთვის მაგრად ჰქონდაო, მტერი ვერსა აკლებდაო. ამ ნაამბობის შემდეგ უფრო საფუძველი ეძლევა მეგრულ სახელწოდებას ამ ქალაქისას, პრეფიქსი ო უდრის ქართულ სა-ს , მაგ. სასიმინდე ო-სიმინდე, ო-შურეთი-სასულეთი (საიქიო) და სხვა. ო-ზურგეთი იგივე საზურგეთია. ამ აზრისაა ოზურგეთის სახელწოდების შესახებ ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილიც. (თ. სახოკია, მოგზაურობანი, 1985 წ. გვ. 26 სახელწოდება ოზურგეთის წარმომავლობის შესახებ საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა გამოჩენილმა ირანისტმა, პროფესორმა დავით კობიძემ თბილისის უნივერსიტეტის საგამოცემო საგაზეთო სტატიაში ადრინდელ ცნობებს ამდიდრებს ამ ბოლო დროს ოზურგეთის სვანური წარმოშობის ვერსია, რომელსაც ანვითარებს პროფესორი იური სიხარულიძე, რომელსაც მიაჩნიაო, რომ ოზურგეთი ქართველური (სვანური) წარმოშობის საგეოგრაფიო სახელია. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ისტორიული რეალობა, რომელმაც ჩვენდა საბედნიეროდ შემოგვინახა საგეოგრაფიო სახელი ოზურგეთი. ამ სახელწოდების ძირია სვანური \"ზუგი,\" რომელიც არამარტო ოზურგეთის, არამედ ზუგდიდის ფუძეშიაც არის შემონახული. ასევე მთის სახელი "ბახი" (აჭარა-გურიის ჩრდილოეთ კალთაზე ბახვის წყლის სათავეში) აგარაკი ბახმარო. ბახ -ნიშნავს გადასასვლელს, ხოლო მარო არის ტერმინი კაცის სვანური შესატყვისის მარეს სახენაცვალი ფორმა. (იური სიხარულიძე, აგარკ ბახმაროს ისტორიიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა მესამე სამეცნიერო კონფერიციის მოხსენებათა თეზისები, თბ. 1952 წ. გვ. 40 გარდა იმისა, რომ ეს უძველესი სიტყვა ოზურგეთი დაცულია ამ ტერიტორიაზე, მის ისტორიულ საფუძველს ამყარებს სხვა მისი მსგავსი საგეოგრაფიო სახელთა სიმრავლე მაგ: გვაბრათი, (სოფ. ასკანის თემში) ექადია , კახური, სვანური წარმოშობის სიტყვებია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გურიის მთავრები, ერისთავები (ვარდანიძეები) სვანური წარმომავლობის ქართველი ფეოდალები გახლდნენ პროფესორი იური სიხარულიძის აზრით, უძველესი დასახლება მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე უნდა ყოფილიყო: ქალაქი ოზურგეთს წინაპარი მდინარე ბჟუჟის მარჯვენა სანაპიროზე გაწოლილი სერია, სადაც მამამთავრული სახლის ნაშთებია გამოვლენილი. ამ უძველეს საცხოვრისს შემდეგ დაბური დასახლება მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით მცირე ქალაქათ იქცა, ხოლო შემდეგ (XV ს.) გურიის სამთავროს პოლიტიკურ ცენტრად, სადაც, იყო სასახლე დიდ შენი და კეთილ პალატოვანი გურიელისა და როგორც ქალაქს შეეფერებოდა იქვე სახლობდნენ ვაჭარნი სომეხ-ურიანი. (იური სიხარულიძე, გურია, მეგზური. 2005 წ. გვ. 8) გვიან შუა საუკუნების ხანაში, ოზურგეთი გურიის სამთავროს ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი და კულტურულ საგანმანათლებლო კერაც იყო. გურიელების სასახლეში ამრავლებდნენ ხელნაწერებს, ამზადებდნენ ახალ ნუსხებს. აქ შექმნილი ხელნაწერებიდან აღსანიშნავია XVII საუკუნის ნუსხები დავითნი (H-N-N 75), კურთხევანი (K-N 246), თთუენი (A-N N 1483) და სხვა ოზურგეთის დაარსებისა და მისი საქალაქო ცხოვრების პერიოდზე, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის აბანოთა ნაშთები, რომელიც აღმოჩნდა 1957 წელს ქალაქის ცენტრში, თეატრალურ მოედანზე. არქეოლოგ ნინო ხოშტარიას აზრით: არ არის გამორიცხული, რომ ეს აბანო გვიან ანტიკური ხანის ან ადრე ფეოდალური ხანის იყოს, როგორც ახლო მდებარე ვაშნარის ნაქალაქარი. (გაზ. ლენინის დროშა, 1957 წელი). ეს მოსაზრება შარშან გაზაფხულზე კვლავ დადასტურდა იუსტიციის სახლის მიმდებარედ აბანოების ნაშთების გათხრებისას, რომლის სრულყოფილი კვლევა-ძიების შედეგად შესაძლებელია დადგინდეს ჩვენი ქალაქის დაარსების დაახლობითი თარიღი. ასე გვესახება ჯერჯერობით ოზურგეთის სახელწოდების წარმოშობის საკითხი მანანა ლომაძე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.