როგორ შეიძლებოდა ოზურგეთის ტუბდისპანსერის გაუქმება~ ანუ რა ითქვა საინფორმაციო სემინარზე.

დამატებულია: 2013-10-07
picture1

როგორ შეიძლებოდა ოზურგეთის ტუბდისპანსერის გაუქმება ანუ რა ითქვა საინფორმაციო სემინარზე. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო სემინარი გაიმართა ტუბერკულოზის საკითხებზე პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან. სემინარს უძღვებოდნენ პროფესორი კახა ვაჭარაძე, გიორგი ბახტურიძე. აი, რა ითქვა სემინარზე:Eდღეს მსოფლიოში დგას შიდსის, მალარიის და ტუბერკულოზის პრობლემა.ევროპასა და ჩრდილეოეთ ამერიკაში ტუბერკულოზის გავრცელების პიკმა XVIII- XX საუკუნის დასაწყისში მიაღწია. მას ხალხი თეთრ ჭირსუწოდებდა. იმ დროისათვის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი სიკვდილსათვის იყო განწირული. 1882 წლის 24 მარტს, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევიმიკობაქტერია, კოხის ჩხირი,რასაც გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში მილიონობით ადამიანია ტუბერკულოზით დაინფიცირებული, ამათგან ყოველ მეათეს აღენიშნება ღია ფორმის (გადამდები) ტუბერკულოზის არსებობა, რომლებსაც მკურნალობის გარეშე წელიწადში შეიძლება 10-15 ადამიანი დააინფიციროს.XX საუკუნის შუა წლებში მრავალ ქვეყანაში ტუბერკულოზის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო 1921 წელს ტუბერკულოზის ვაქცინისა და 1942 წელს პირველი ტუბსააწინააღმდეგო პრეპარატის სტრეპტომიცინის შექმნამ. მაგრამ 90-იან წლებში მსოფლიოში გავრცელებულმა მძიმე სოციალურმა პირობებმა განაპირობა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვის 2-ჯერ ზრდა, რაც ამტკიცებს, რომ ტუბერკულოზი წარმოადგენს არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალურ პრობლემასაც. Eეს პრობლემა საქართველოსაც შეეხო. 1991-94 წლებში საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურმა მოვლენებმა და ჯანდაცვის სისტემის მოშლამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. Aამ პერიოდში ტუბერკულოზთან ბრძოლა პრაქტიკულად არ არსებობდა. 1995 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შემუშავდა ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დღეს, მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი ტუბერკულოზითაა ინფიცირებული, მათგან 10 პროცენტი ავადდება ტუბერკულოზით. დაავადებულთა საერთო რიცხვი 60 მილიონს აღწევს. ამ პათოლოგიით ყოველწლიურად 8,5 მილიონი ადამიანი ავადდება და 2,7-3 მილიონი იღუპება. ამათგან 100 ათასამდე ბავშვი და არასრულწლოვანია. ერთი ბაცილისმატარებელი პიროვნება საშუალოდ 10-15 ადამიანს აინფიცირებს.ტუბერკულოზი კაცობრიობის გლობალურ პრობლემად იქცა.როგორც სემინარის წამყვანებმა აღნიშნეს, საქართველო შედის ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი რისკის მქონე 27 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზე და ისეთი ქვეყნების გვერდით მოიხსენიება, როგორიცაა სომალი, მალი, სპილოს ძვლის სანაპირო და ა.შ. საქართველოში ტუბერკულოზის მაღალი რისკებია სამეგრელოს და რაჭის რეგიონებში.კითხვაზე, საიდან მოდის ძირითადად ტუბერკულოზის რისკები? პროფ. კახა ვაჭარაძემ უპასუხა:აშშ-ში ტუბერკულოზი გავრცელდა პაკისტანელი სტუდენტების მეშვეობით. საქართველოშიც შემოდიან აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, არის სხვა ფაქტორებიც.თუ რატომ მალავენ ტუბერკულოზით დაინფიცირებულები დაავადებას, ამის ახსნა სტიგმაა რადგან ეს ადამიანების გარკვეული ჯგუფის საზოგადოებიდან გარიყვას ნიშნავს, რადგან ისინი არ გვანან სხვებს. ხდება ასეთი ადამიანების დისკრიმინაცია.სემინარის მონაწილე ერთ-ერთმა ექიმმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ მედალფას კლინიკაში არის შემთხვევა, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი სხვა დაავადების მქონე პაციენტთან ერთად პალატაში წევს. ეს თემა ოზურგეთისათვისაც მტკივნეულია. ოზურგეთში ორი და გარდაიცვალა ტუბერკულოზით: ხ.გსამი წლის წინ, ხოლო უფროსი და ი.გ ორი თვის წინ გარდაიცვალა.გაზეთმა ალიონმა შეხვედის დასრულების შემდეგ კითხვები დაუსვა ბატონ კახა ვაჭარაძეს:ოზურგეთში, ქალაქის ბოლოს, მდ. ბჟუჯის სანაპიროზე ათეული წლები ფუნქციონირებდა ტუბდისპანსერი, რომელიც გააუქმეს და განყოფილება მედალფას კლინიკას შეუერთეს...ეს ჯანდაცვაში არასწორი რეფორმის შედეგია. დაანგრიეს ეს სისტემა. როგორ შეიძლებოდა ტუბდისპანსერების გაუქმება. ოზურგეთის ტუბდისპანსერს ხომ უნიკალური მდებარეობა ჰქონდა და საუკეთესო სამედიცინო პერსონალი ემსახურებოდა... მაინც რა იყო ამის მიზეზი?ჯანდაცვაში იყვნენ და შეიძლება დღესაც არიან ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც ხიბლავთ ასეთი რეფორმებით მიღებული გრანტები...სად გვაქვს დღეს ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობის ცენტრები?-მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, აბასთუმანში. ბათუმში არის პატარა სტაციონარი. ეს არასაკმარისია. იმედი მაქვს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ გლობალურ პრობლემას მიხედავს.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.