გურიაში რატომღაც არქეოლოგიური გათხრები არ ფინანსდება

დამატებულია: 2013-12-21
picture1

გურიაში რატომღაც არქეოლოგიური გათხრები არ ფინანსდება. ის, რაც ავბედობის გამო, არ შემოგვინახა ისტორიულმა წყაროებმა, არქეოლოგიური გათხრებისას მიწიდან ამოვა. არქეოლოგის წერაქვს ელოდება ვაშნარის ციხე-ქალაქი და სხვა ადგილები, მაგრამ გურიაში არქეოლოგიური გათხრები რატომღაც არ ფინასდება. ის კი არადა, რა მდგომარეობაშია ქალაქის ცენტრში რომაული აბანოების ნაშთები განაცხდა ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გამართულ „სარკოფაგის პრეზენტაზიაზე,“ამ მუზეუმის დირექტორმა გოგა ტრაპაიძემ. პრეზენტაციის მთავარ თემას მუზეუმის თანამშრომლები გოგა გორდელაძე და ლალი კილაძე უძღვებოდნენ. თიხის სარკოფაგების გასული საუკუნის 30-იან 50-იან წლებში რამდენიმე აღმოჩნდა ოზურგეთის ტერიტორიაზე. ერთი მათგანი, 1956 წელს, ქ. ოზურგეთში აღმოჩენილი დაახლოებით მე-6 მე-7 საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ 2013 წლის 28 მარტს, სოფ. ოზურგეთში აღმოჩენილი უფრო ძველია, ადრექრისტიანული ხანის და მე-4, მე-6 საუკუნით თარიღდება. სარკოფაგის აღმოჩენის მეორე დღესვე ოზურგეთში ჩამოვიდნენ გურიის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელები, პროფესორები ვაჟა სადრაძე და მერაბ ძნელაძე. მათ მიერ მოხდა ამ სარკოფაგის მიწიდან ამოღება და მუზეუმში გადატანა. მათ უნდოდათ მიმდებარე ტერიტორიის გათხრების ჩატარება, მაგრამ არ დააფინასეს. თავად სარკოფაგი, რომლის სიგრძე 1,9 მეტრია, მხატვარმა გია დარჩიამ აღადგინა. გურიის არქეოლოგიურ ძეგლებზე საინტერესოდ იასაუბრა მუზეუმის ფონდების მცველმა მანანა ლომაძემ. მიუხედავად ზამთრის ცივი ამინდისა, მუზეუმში მისული საზოგადოება ისმენდა ჩვენი წარსულის სუნთქვას, რომელმაც მომავალში უფრო ფართოდ უნდა წარმოაჩინოს საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი კუთხის, გურიის სამთავროს ისტორიის ადრეული ფურცლები.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.