გაზეთ „ალიონის“ 83 წლისთავი აღინიშნა

დამატებულია: 2014-01-23
picture1

გაზეთ „ალიონის“ 83 წლისთავი აღინიშნა.გაზეთ „ალიონის“ ისტორია 83 წელს ითვლის. იგი ერთ-ერთი ძველი გაზეთია საქართველოს რეგიონის გაზეთებს შორის. 2005 წლის ცნობილი ხანძრის დროს გაზეთ „ალიონის“ არქივში გადარჩენილ მასალებს შორის ინახება გაზეთ „გურიის ხმის“ნომრების ასლები. ეს გაზეთი 1917-1921 წელს გამოდიოდა ოზურგეთში... შარშან გაზეთ „ალიონის“მე-10 000 ნომერი გამოვიდა. ამასთან დაკავშირებით24 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკis საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკისა და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით გაზეთ „ალიონის“გამოფენა გაიმართა. გამოფენას დაესწრნენ ქარTული კულtურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, მწერლები და ა.შ.შარშან, 21 დეკემბერს, ქ. თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში რეგიონული მედიის გამოფენა გაიმართა. რეგიონების ტელევიზებისა და რადიოს გარდა მასში 7 რეგიონული გაზეთი, მათ შორის „ალიონი“მონაწილეობდა. 17 იანვარს გამოფენა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. აქ ფოტონამუშევრების გარდა წარმოდგენილი იყო გაზეთის არქივი და სხვადასხვა გამოცემები.გამოფენას გურიის სამხარეო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმზღვანელები, საზოგადოების, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენის გახნის ცერემონიალზე გაზეთის მოკლე ისტორიაზე ისაუბრა გაზეთის რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა. ’’ბედნიერი ვარ, რომ მრავალი სირთულის მიუხედავად, ”ალიონის” გამოცემა არასდროს შეწყვეტილა. უდიდესი ისტორიის მქონე გაზეთის რედაქცია სრულფასოვნად ფუნქციონირებს და როგორც ყოველთვის, დღესაც მკითხველის დიდ პატივისცემას იმსახურებს", - თქვა ამ შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ავთანდილ სურგულაძემ.საზოგადოების წინაშე წარდგნენ: ჟურნალისტები ეთერ ქადეიშვილი , მანანა ქილიფთარი, მხატვრები ვახტანგ მამეიშვილი, ავთანდილ თავართქილაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე და კულტურის სამსახურის უფროსი მაია თანდილაშვილი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი მარინა სუნგულია, განათლების მუშაკთა პროვკავშირების ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე როზა გოგუაძე, ა (ა) იპ სოფლის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე გიგა ხარაბაძე, „ქართული ოცნების“ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია, გამგეობის წევრი გურამ ცერცვაძე, იურისტი ომარ ბაკურაძე.გამოფენის გახსნას დაესწრო გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე. იგი მიესალმა გაზეთის მხარდამჭერ საზოგადოებას და წარმატებები უსურვა „ალიონს.“

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.