ირინა საჯაია ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დეპუტატის მანდატს ტოვებს?

დამატებულია: 2015-03-03
picture1

ირინა საჯაია ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დეპუტატის მანდატს ტოვებს?' ირინა საჯაია ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დეპუტატის მანდატს ტოვებს?' დღეს, 3 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ოფისში გაკეთდა განცხადება, რომ ირინა საჯაია, გუშინ, 2 მარტს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებული მოვლენების გამო (მან ქ. ოზურგეთის მერის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა) ტოვებს საკრებულოს რიგებს. იგი საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მანდატითაა. ნაციონალური მოძრაობა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა ვითვალისწინებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქალაქის და ქვეყნის წინაშე და ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე გაცნობებთ, რომ ქალბატონმა ირინა საჯაიამ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება დატოვოს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრის მანდატი და გააგრძელოს აქტიური პოლიტიკურის საქმიანობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციაში _განაცხადა ამ პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ.გაზეთი „ალიონი“ დაუკავშირდა ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ ოლქისთვის ჯერ-ჯერობით დეპუტატის ადგილმონაცვლეობის შესახებ არავის მიუმართავს, თანაც 3 მარტი დასვენების დღეა. მოგვიანებით სახლში ვინახულეთ დეპუტატი ირინა საჯაია.საკრებულოს სხდომაზე მე მხარი დავუჭირე ქალაქში ინვესტიციების შემოსვლას. მინდა ქალაქში კარგი საქმე გაკეთდეს. მე ხმის მიცემამდე გამოვხატე ჩემი პოზიცია.რატომ გადაწყვიტეთ დეპუტატის მანდატის დატოვება?სამწუხაროდ, ჩემმა პოზიციამ ძალიან პოლიტიზებული სახე მიიღო. არ მინდა რაიმე კითხვა გაჩნდეს „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო გარიგების შესახებ.მაინც რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?მე ვიყავი და ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ვაპირებ აქტიურ პარტიულ მუშაობაში ჩაბმას...„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიაში მომდევნო კანდიდატი, ვინც სავარაუდოდ ქ. ოზურგეთის საკრებულოს მანდატს მიიღებს ოთარ რევიშვილია.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.