„მერცხალმა“ დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა სამი ქულა

დამატებულია: 2015-05-15
picture1

„მერცხალმა“ დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა სამი ქულა' „მერცხალმა“ დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა სამი ქულა' საქართველოს ჩემპიონატის (პირველი ლიგა„ბ“ჯგუფი) ფინიშზე ოზურგეთის „მერცხალმა“ უშუალო კონკურენტს, „ალგეთს“ უმასპინძლა.32 ტურის შემდეგ „მერცხალს“ 39 ქულა ჰქონდა, ხოლო „ალგეთს“-38,თუმცა „ალგეთს“ ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ნათამაშევი. ალგეთის“ შემადგენლობაში სამი ნიგერიელი ფეხბურთელი გამოდიოდა, რომლებიც „მერცხალის“ შეტევებს განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ. პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, ორთავე გუნდის შეტევები საჯარიმოების მისადგომებთან უშედეგოდ მთავრდებოდა.მეორე ტაიმში მდგომარეობა დაიძაბა. საგოლე მომენტები შეექმნათ ორთავე გუნდის ფეხბურთელებს. ოზურგეთლებიოდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა უგრეხელიძე, რომელმაც ორჯერ სახიფათოდ დაარტყა. ერთადერთი გოლი, მსაჯის მიერ კონპესირებულ დროში გაიტანეს მასპინძლებმა. უგრეხელიძემ ერთ-ერთი სახიფათო იერიში გოლით დააგვირგვინა. ამ ტურში „მერცხალის“კიდევ ერთმა კონკურენტების „მეშახტისა“ და „სქურის“ შეხვედრა ფრედ-2: 2 დამთავრდა. ახლა „მერცხალს“ 42 ქულა აქვს; „მეშახტეს“-41; „სქურს“-40... ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება.„მერცხალი“ დღევანდელ მატჩში ამ შემადგენლობით გამოდიოდა: მაღრაძე, ქარჩილაძე, აფხაზავა, ქურდაძე, ბაქრაძე, ჩიგოგიძე, უგრეხელიძე, ღლონტი, ჭკუასელი, ჯაყელი (ჯოჯიშვილი), კვერენჩხილაძე.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.