რა მოხდა ოზურგეთის სამრევლო სკოლაში?

დამატებულია: 2012-10-28
picture1

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში და მას დღიდან დაარსებისა, 16 წელია კვირიკეთის წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღოლი, მამა მათე (გორდელაძე) უძღვება.
ამ დღეებში ქალაქში გავრცელდა ხმა, რომ მეუფე იოსები მამა მათეს სასწავლებლის ხელმძღვანელობიდან ათავისუფლებსო.
საეკლესიო თემებს ჟურნალისტები ყოველთვის სიფრთხილით ვუდგებით, რადგან ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ჭორ-მართალი გავრცელდა ელექტრონული თუ სხვა მედიასაშუალებების მიერ, რომლებიც მეუფე იოსების `ნაციონალური~ ხელისუფლებისადმი სიმპატიებს ასახავდა, მაგრამ ეს `ბრალდებები~ ჩვენ არ გაგვიზიარებია.
რჯულის კანონი მარტო მორჩილებაზე არაა აგებული. იგი მხილებასაც ითხოვს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ `დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის.~ამიტომ შეძლებისდაგვარად მოვიკვლიეთ რა ხდებოდა სამრევლო სკოლაში.
ამ სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, ამ ამბავმა ისინი შოკში ჩააგდო, რადგან მამა მათე ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი მაგალითია. მისი თქმით, მიზეზი ის არის, რომ მამა მათეს უმაღლესი განათლება არ ჰქონდა მიღებული.
შემდეგ მამაოს ეკლესიაში ვესტუმრეთ და ვთხოვეთ, კომენტარი გაეკეთებია მომხდარზე.
მამა მათეს თქმით, ხუთშაბათს მას მეუფემ უთხრა, რომ სკოლის დირექტორობიდან მის გათავისუფლებას აპირებდა და ამ თანამდებობაზე მამა ვასილს (გოგოტიშვილი) ნიშნავდა. მამა მათეს თქმით, იურიდიულად მეუფეს ამის უფლება ჰქონდა.…
ამის შემდეგ იგი მამა იოანეს (კიკვაძე) დაუკავშირდა, რომელიც საპატრიარქოში განათლების საკითხებს კურირებდა...
საბოლოოდ, ეს ამბავი საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II გაიგო და მისი ჩარევით ყველაფერი კარგად დამთავრდა.
მამა მათე თავშეკავებულია იმის კომენტარზე, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ფაქტი საპარლამენტო არჩევნებს, როცა მამა მათე და კიდევ რამდენიმე მღვდელი მხარს უჭერდნენ არჩევნებში `ქართული ოცნების~ პოზიციებს.
_კი დავესწარი `ქართული ოცნების~ ლიდერებთან შეხვედრას ოზურგეთის თეატრში, იყო რაღაც მინიშნებები...
რომ ცალმხრივი არ გამოგვსლოდა წერილი, კომენტარისთვის გვინდოდა შემოქმედის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ხათუნა ცერცვაძეს დავკავშირებოდით, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.