გელა კობალაძე კატეგორიულად არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნას, რომ 9 აპრილის სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული არც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და არც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან

დამატებულია: 2016-08-17
picture1

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე კატეგორიულად არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების _ `მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრისა~ და `საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~ მიერ `დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში~ გუშინდელ ბრიფინგზე გაკეთებულ დასკვნას, რომ ქალაქ ოზურგეთში, 9 აპრილის სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული არც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და არც რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროსთან:

` გუშინ გამართული არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგზე გაცხადდა, რომ 9 აპრილის სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და არც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რასაც კატეგორიულად ვერ ვეთანხმები, ვინაიდან საკრებულოს სხდომაზე გამოტანილი იყო 9 ქუჩის პროექტი, აქედან ერთ-ერთი გახლდათ აპოლონ წულაძისა და ჭანტურიას ქუჩის დაკავშირება არსებული სკვერის ხარჯზე. ეს ყველაფერი მოცემულია პროექტში, პროექტის განმარტებით ბარათში, შავით თეთრზე წერია, რომ წულაძისა და ჭანტურიას ქუჩა უკავშირდებოდა ერთმანეთს არსებული სკვერის ხარჯზე.

ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეუთანხმებლადაც ვერ მოხდებოდა, ვინაიდან პროექტი ჯერ გადაიგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც მოიწონეს და გამოიყო შესაბამისი თანხა. ხსენებულ სამინისტროში შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო, პროექტი ვერანაირად ვერ დაფინანდებოდა~.

_ ბატონო გელა, არასამთავრობოები იმასაც ამტკიცებენ, რომ 2016 წლის მარტში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, საკრებულოსა და სამინისტროსგან ფარულად, ქალაქის მერიამ სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში, დაზიანებული ქუჩების მოასფალტებასთან ერთად, ჩაამატა წინადადება `არსებული სკვერის ხარჯზე, წულაძის ქუჩის მარცხენა ზოლისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა~.

`როგორ შეიძლება არსებულ პროექტში თვითნებურად ჩამატების გაკეთება?! ეს გამორიცხულია. მომზადებული პროექტის ერთი პირი არის ჩვენთან, მეორე, მისი იდენტური კი, გადაგზავნილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში~.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.