გურულების დერბი ჩოხატაურელთა გამარჯვებით დასრულდა

დამატებულია: 2017-05-15
picture1

დღეს, დაბა ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გურულების დერბი გაიმართა. რეგიონლიგის (მეოთხე) ლიგის ერთპიროვნული ლიდერი ჩოხატაურის „ბახმარო“ ერთ დროს საქართველოს პირველობის უმაღლესი ლიგის ბინადარს, ოზურგეთის „მერცხალს“ შეხვდა.

მათი დღევანდელი მეტოქისაგან განსხვავებით, „ბახმარო“ წლევანდელ ჩემპიონატში წარმატებით გამოდის და ყველა მატჩი აქვს მოგებული. უნდა აღინიშნოს, რომ მათ 8 მატჩში საკუთარ კარში (17-0) არც ერთი ბურთი არ ჰქონდათ მიღებული. დღესაც კარგად ითამაშეს და „მერცხალი“ 3:1 დაამარცხეს.

ჩოხატაურელებს 9 მატჩის შემდეგ (9 მოგება, ბურთები 20:1) 27 ქულა აქვთ და კვლავ ლიდერობენ.

რაც შეეხება „მერცხალს“, მათ 10 მატჩის შემდეგ (4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება, ბ-შ 15-17), 14 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 მე-7 საფეხურზე იმყოფება.

მორიგ ტურში (21 მაისს) „ბახმარო“ ბათუმში შეხვდება „დინამო-2“-ს, ხოლო „მერცხალი“ ჯგუფის აუტსაიდერს, „ოდიში 1919“ უმასპინძლებს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.