„ლესიჭინე“ „ბახმაროს“ ვერ დაეწია

დამატებულია: 2017-06-11
picture1

ალიონი. ჩოხატაურის „ბახმარომ“ ბოლო ორ ტურში 6 ქულა აიღო და ერთპიროვნული ლიდერობა გაამყარა. მე-12 ტურში მან ხონში „იმერეთი 2“ დაამარცხა 5:1, ხოლო დღეს ჩოხატაურში „სალხინოს“ სძლია 4:1 და 35 ქაულა აქვს. რაც შეეხება „ლესიჭინეს“მან ბაღდადში ადგილობრივ „საირმესთან“ მარცხი განიცადა 0:4 და დაკარგა ამ ეტაპზე ლიდერობის შანსი_ მას 31 ქულა აქვს და ბოლო ტურში შინ სწორედ „ბახმაროს“ მიიღებს.

მესამე ადგილზე „მაჭახელაა,“ რომელმაც დღეს გათამაშების ცხრილში მე-4 საფეხურზე მყოფ „ტორპედო 2“ დაამარცხა -3: 1 და 29 ქულა აქვს.

ერთბაშად ორი საფეხურით წინ წაიწია ხულოს „ხიხანმა,“რომელმაც სენაკში „ეგრისს“ სძლია1:2 და ამჟამად 23 ქულით მე-5 საფეხურზეა. „მერცხალმა“ ვერ შეძლო მოგებების ციკლის კიდევ უფრო გამყარება და საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამო 2“-თან დამარცხდა 1:2. ბათუმელები 21 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ, ხოლო „მერცხალმა“ ამ წაგებით მეექვსედან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

ბათუმელებისთვის ეს მე-14 ტურის მატჩი იყო, ხოლო „მერცხალი“ 18 ივნისს, ბოლო ტურში ხულოში „ხიხანს“ შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ოზურგეთელები მე-6 ადგილს დაუბრუნდებიან. მომდევნო ადგილს კი „საირმე“ იმყოფება, რომელიც მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება „მერცხალს.“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.