გურიაში მუსლიმმა თემმა რამადანის ბაირამის სადღესასწაული იზეიმეს

დამატებულია: 2017-06-25
picture1

ალიონი. დღეს მუსლიმური სამყარო 30-დღიანი მარხვის შემდეგ ისლამის 2 დიდი დღესაწაულიდან ერთ-ერთს რამადანის ბაირამის დღესაწაულს აღნიშნავს. სადღესაწაულო ლოცვა დღეს დაბა ნასაკირალის მეჩეთში აღევლინა , რომელიც აქაურმა იმამმა შაქრო მეკეიძემ შეასრულა.

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა. რამადანის მარხვა 26 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდა. დაბა ნასაკირალში რამადანის დღესასწაულს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი დაესწრო. გაზეთ „ალიონს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიდანაც შეეხმიანენ. როგორც ადგილობრივმა პედაგოგმა ნევრიზ მიქელაძემ გვაცნობა, სადღესაწაულო ლოცვა სოფელ ზოტის მეჩეთშიც ჩატარდა. აქ საზეიმო ცერემონიალი იმამმა რეზო ტუნაძემ ჩაატარა.

ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.