ოზურგეთელი მოჭიდავეების მორიგი წარმატება

დამატებულია: 2018-01-11
picture1

ოზურგეთის საჭიდაო სკოლა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საქართველოში. გვყავს ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონები, მრავალი პრიზიორი.

მორიგ წარმატებს მიაღწიეს ოზურგეთელმა ბერძნულ-რომაულის მოჭიდავეებმა. მათ ქ. თბილისში, „ახალი თაობის“ სპორტულ კომპლექსში, საქართველოს 2018 წლის პირველობაზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. ოზურგეთელებმა 3 ოქროს, ერთი ვეცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები გახდნენ: დავით ჩხარტიშვილი, ლევან ქავჟარაძე (60, 63 კგ. მწვრ. ბექა ჩოფლიანი, ლიხაურის საჭიდაო სკოლა); იური ლომაძე (72 კგ. მწვრ. ძმები ზურაბიანები, იური სიორიძის სახელობის სპორტული კლუბი „ფალავანი“).

მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო 55 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ მაჭარაშვილმა და ვერცხლის მედალს დაეუფლა (მწვრ. გურამ მაჭარაშვილი, ოზურგეთის სპორტული სკოლა „ამირანი“).

ბრინჯაოს მედლებს 60, 72, 97 კგ. წონით კატეგორიაში დაეუფლნენ: ირაკლი ძიმისტარაშვილი (ბექა ჩოფლიანი, ლიხაურის საჭიდაო სკოლა); გიორგი ხუჭუა, ვალერი მურვანიძე ( ძმები ზურაბიანები, თენგიზ მუჯირი, სპორტული კლუბები „ფალავანი,“ „ამირანი“).

გამარჯვებულები და პრიზიორები საქართველოს გაფართოებული ოლიმპიური ნაკრების კანდიდატები იქნებიან. ვულოცავთ ოზურგეთელებს ამ დიდ წარმატებას.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.